ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15866 - ტენდერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია“ –
ექსპერტი/მშენებელი (სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი)

ტექნიკური დავალების მიზანი:

  • ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის რეკონსტრუქცია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და ექსპერტიზა.

პროდუქტი:

  • პროექტის შესაბამისად რეკონსტრუირებული და რეაბილიტირებული სოციალური ინკლუზიის ცენტრი
  • ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ანსხვა აკრედიტირებული ექსპერტის დასკვნა რეკონსტრუირებული და რეაბილიტირებული შენობის მდგრადობის შესახებ

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (1 მარტი - 30 ოქტომბერი 2023)

  • პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 10 იანვრამდე უნდა ჰქონდეს შენობის (არ იგულიხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 250 000 (ორასორმოცდაათიათასი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი. გარდა ამისა პრეტენდენტმა მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
  • სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად და ასევე ინფორმაცია იქნა, თუ, არა მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია საჯარიმო სანქციები აღნიშნული გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (დანართი #7) სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ–მეხსიარებაში ჩაწერილი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
  • სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი გაწერილი თვეებისა და თანხების შესაბამისად;
  • ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #9  და დანართი #10 შესაბამისად);
  • ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ (მუხლი 7.4);
  • ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
  • ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7).

შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:

  • შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მსგავსი ტიპის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
  • პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად)  – 30 ქულა; 
  • მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2023 წლის 11 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე:  ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ ქობულაძე
ტელეფონი: 595282804
ელ-ფოსტა: avto_qobuladze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები