ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15880 - ტენდერი ქსელის კაბელის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ქსელის კაბელის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

  • FTP კაბელი; 
  • კაბელის ტიპი: შიდა გამოყენების;
  • კატეგორია: CAT5E;
  • სპილენძის შემცველობა: 40% / 100% (ტენდერის დასრულების შემდეგ გადაწყდება ზუსტი პროცენტულობა, რომელსაც შევისყიდით);
  • შეფუთვა: 305მ/ყუთი;
  • მინ. რაოდენობა: 100 ყუთი.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ბრენდი/აღწერილობა);
  • ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
  • შესყიდვა: ეტაპობრივად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
  • გადახდის  პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 27 იანვარი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / მარიამ სიხარულიძე
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 591 44 20 54
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / mariam.sikharulidze@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები