ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15895 - ტენდერი კვების წარმოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ფუდმარტი (სპარი) აცხადებს ტენდერს კვების საწარმოების მომსახურეობებისთვის.

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ბოლო სამი თვის განმავლობაში მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერიცული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში და თითოეულ კლიენტთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტებს, რომელთაც აქვთ ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილება);
  • პრეტენდენტის წინადადება/ტექნიკური მოთხოვნები (დანართი N1);
  • შევსებული აფიდავიტი (დანართი №2.);
  • ლაბორატორიული დასკვნა, ანოტაცია და ლაბორატორიულად დადგენილი ვადების ოქმი
  • რეკომენდატორი კომპანიები (ერთი მაინც)
  • უნდა აკმაყოფილებდეს ჰასპის სტანდარტებს 

ნიმუშის წარდგენა:

  • აუცილებელია პრეტენდენტმა ნიმუშები წარადგინოს 19 იანვრის 16:00-მდე, მის: ჩანტლაძის 40. ცალობის შემთხვევაში 2 ან 3 ერთეული, წონის შემთხვევაში 0.2-0.5 კგ
  • მიწოდების ვადები: ყოველდღიურად (თუ პროდუქცია იქნება 2 ან 3 დღიანი ვადით განიხილება 2 დღეში ერთხელ მომარაგებაც, იგულისხმება საკონდიტროს და ფუნთუშეულობა)
  • ტენდერის ვადა: 1 წელი
  • გადახდის პირობა: 65 ბუფერული დღე
  • სამუშაოები/მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
  • იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის ზოგადი შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • სამუშაოების შესრულების ვადა

მიწოდება:

  • თანდართული სიის სახით მოცემულია ის მაღაზიები, რომლებსაც პრეტენდენტებმა უნდა მიაწოდონ პროდუქცია, გამარჯვების შემთხვევაში. შესაძლებელია ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ თბილისის, აღმოსავლეთ, ან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა შესაძლო გასათვალისწინებელი ხარჯით, დღგ-სა და მიწოდების საფასურის ჩათვლით. 
  • მომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მოწოდებული მონიმუმ 1 თვით ადრე, რომელიმე პოზიციის წყვეტის თაობაზე მინიმუმ 1 კვირით ადრე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: l.tsikaridze@spargeorgia.com არაუგვიანეს 2023 წლის 26 იანვრისა 18:00 სთ.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება: l.tsikaridze@spargeorgia.com

შენიშვნა: 

  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
  • წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული და დამუშავებული იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები