ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T16007 - ტენდერი სამეურნეო საქონელის შეძენასა და მიწოდებისთვის 2023 წლის მანძილზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონელის შეძენასა და მიწოდებისთვის 2023 წლის მანძილზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  მაიაკოვსკის ქ. 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • ტენდერში მონაწილეობის განაცხადი
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    - ა) პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
    - ბ) პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
    - გ) წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
    - დ) გადახდის ფორმა
    - ე) ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი  დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი  საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური დავალება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა დავალიანების შესახებ
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე. 

გამოცხადების თარიღი: 23.01.2023.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 27.01.2023 / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. 

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების  შესრულება. 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები