ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T16009 - ტენდერი გენერატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის გენერატორების შესყიდვაზე:

  • გენერატორი/დიზელის/22 KVA-17.6 KVT/კანუფის გარეშე – 10 ცალი
  • გენერატორი/დიზელის/22 KVA-17.6 KVT/კანუფით  – 8 ცალი
  • გენერატორი/ბენზინის/10 KVA-8KWT – 30 ცალი

სამივე ტიპის გენერატორის მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრები მოცემულია თანდართული დანართი N1-ში, N2-ში და N3-ში. გთხოვთ შემოთავაზება გამოგვიგზავნოთ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად

წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო  და  გადახდის პირობებს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2023 წლის 3 თებერვის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში; 
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; 
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით; 
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; 
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; 

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია 
საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
ტელეფონი: 593 903233   
E-mail: tenders@silknet.com; miashaghashvili@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით; 

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები