5 თებერვალი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16020 - ფასთა გამოკითხვა ხანდაკის ტუფის კარიერისთვის სკოპინგის ანგარიშის მოსამზადებლად
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ხანდაკის ტუფის კარიერისთვის სკოპინგის ანგარიშის მოსამზადებლად.
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ფლობს კასპის მუნიციპალიტეტში, ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, „თეძამის“ ცეოლითის შემცველი ტუფების მოპოვების ლიცენზიას (ლიცენზია - ბრძანება № 46 21 / სექტემბერი / 2022 წ). საკვლევი ტერიტორია წარმოადგენს 70 125 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მოპოვების ადგილმდებარეობის შესახებ X და Y კოორდინატები.
N |
X |
Y |
1 |
442460 |
4637340 |
2 |
442650 |
4637240 |
3 |
442570 |
4637015 |
4 |
442290 |
4637095 |
5 |
442340 |
4637210 |
სკოპინგის ანგარიში უნდა მომზადდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტი წარმოდგენილი იქნება შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მხრიდან.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- განსახორციელებელი სამუშაოს მოკლე აღწერას,
- სამუშაოს განხორციელების ვადას,
- სამუშაოს ღირებულებას და გადახდის პირობას.
გთხოვთ შეთავაზება წარმოადგინოთ 2023 წლის 5 თებერვლის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: +995 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში