ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16073 - #27/01-GIEC-Hydro/Refurbish-TRPH-23: ტენდერი 2 ლოტად ტირიფონი ჰესის სამანქანე შენობაში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, აცხადებს ტენდერს 2 ლოტად ტირიფონი ჰესის სამანქანე შენობაში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

#27/01-GIEC-Hydro/Refurbish-TRPH-23

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • ლოტი N1 - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ტირიფონი ჰესის სამანქანე შენობაში (მართვის ფარი და სამზარეულოს ოთახი) შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები
  • ლოტი N2 - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ტირიფონი ჰესის სამანქანე შენობაში (საშხაპე და სანიტარული კვანძები) შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები

მისამართი:

  • გორის რაიონი, სოფელი ქვეში

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე  და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტირიფონი ჰესის სამანქანე შენობაში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების, კერძოდ მართვის ფარის, სამზარეულო ოთახის, საშხაპისა და სანიტარული კვანძების ცხრილები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1 და დანართი N2).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - ტირიფონი ჰესის სამანქანე შენობაში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებიდა ნომერი - #27/01-GIEC-Hydro/Refurbish-TRPH-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 თებერვალი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება