ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16096 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირიტადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს „პროკრედიტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

ტენდერის მოკლე აღწერილობა:

  • გთხოვთ შემოგვთავაზეთ  შემდეგი სადაზღვევო პირობები:  
  • ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც - უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:
  • ჰოსპიტალური და ამბულატორული მკურნალობა;
  • პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება;
  • სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
  • ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა; 
  • მედიკამენტური მკურნალობა;
  • პროფილაქტიკური შემოწმება ;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • სტომატოლოგია;
  • გადაუდებელი ვაქცინაცია 

ოჯახის წევრების (მეუღლე და 18 წლამდე ასაკის შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და ნათესავების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ ნათესავებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი). 

ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის (ლიმიტები და თანაგადახდის წილი იხილეთ სპეციფიკაციაში);

სიცოცხლის დაზღვევა- (აუცილებელია თანამშრომლებისთვის);

Ⴑამოგზაურო დაზღვევა (აუცილებელია თანამშრომლებისთვის);

დანართი N 2 განსაზღვრული ინდივიდუალური პაკეტი მომსახურების ხელშეკრულებით მომუშავე პირებისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

  • გამონაკლისების სია არ უნდა მოიცავდეს ხარჯების დაფარვას რომელიც გათვალისწინებულია სახელმწიფო მუნიციპალური ჯანმრთელობის პროგრამებით; 
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს (თავისუფალი არჩევანის პრინციპით);
  • სადაზღვევო პაკეტის გათვალისწინებული პირობები, ლიმიტები და დაფარვა ყველა დაზღვეული თანამშრომლისთვის უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად ასაკისა და დაზღვევაში ჩართვის თარიღისა; 
  • გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (დაახლოებით 30,000 ლარი);
  • უნდა განსაზღვროს ლიმიტი ორსულობის მონიტორინგის, მშობიარობის, ექიმის დაქირავების, ანესთეზიის და სხვა ნებისმიერი ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის (მინიმალური ლიმიტი 3000 ლარი)
  • პაკეტით უნდა იფარებოდეს გამონაკლისებში მყოფი ყველა დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა
  • სიცოცხლის დაზღვევის ლიმიტი მინიმუმ 10.000 ₾ (ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე).
  • პროფილაქტიკური კვლევები უნდა მოიცავდნენ: სისხლის საერთო ანალიზი; შარდის ანალიზი; ეკგ; ექოსკოპია (ერთი სისტემა); PSA, პაპ ტესტი; ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია; პროთრომბინის ინდექსი; ლუკოზის განსაზღვრა სისხლში; TSH - ყველა კვლევა უნდა ჩატარდეს ექიმის მიმართვის გარეშე , თავისუფალი არჩევნის პრინციპის გათვალისწინებით, წელიწადში მინიმუმ ორჯერ. 
  • სტომატოლოგია - გეგმიური და ქირურგიული, არაპროვაირ კლინიკებში თავისუფალი არჩევანის პრინციპით უნდა ნაზრაურდებოდეს მინიმუმ 50% თანადაფინანსებით ლიმიტის ფარგლებში.

თანდართულ  ფაიშლი შეგიძლიათ იხილოთ ორი პაკეტი: 

  • ოპცია 1 -  დაიზღვევა ბანკის შტატში არსებული ყველა თანამშრომელი (დაზღვევის ხარჯებს სრულიად დაფარავს ბანკი) - სრული რაოდენობა 275. ოჯახის წევრების სავარაუდო რაოდენობა - 320, დაზღვევა მოხდება თანამშრომლების სურვილისამებრ. 
  • ოპცია 2 - დაიზღვევიან ბანკის კონტრაქტორები და მათი ოჯახის წევრები სურვილისებრ - იხილეთ დანართი N 2

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი (დანართი N 1; დანართი N 2);
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალის მიხედვით* 
  • კონკრეტული გამონაკლისების ჩამონათვალი.
  • ანგარიშსწორების პირობები 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დაზღვევის პირობები (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია)
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);  
  • დამატებითი/განსხვავებული  შემოთავაზების  არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში 

 გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ავტომატური ერთ წლიანი პროლონგაციით

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 17 თებერვალი 2023 წ. (18:00 საათამდე).

ტექნიკურ  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ნინო სხირტლაძე
სათავო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1415) 
E-mail: nino.skhirtladze@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tender@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები