ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2023, 14:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T16105 - ტენდერი ქიმიურ-ლაბორატორიული ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის, 27 თებერვალი, 14:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქიმიურ-ლაბორატორიული ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით დანართში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობა უფასოა

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის დანართებში (დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები)  მოცემული კონკრეტული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის მიწოდება არაუგვიანეს  .. 30 ივნისისა, ამასთან დანართი N1, და დანართი N5-ში ყვითლად მონიშნული პოზიციების მოწოდება უნდა მოხდეს დანათებში მითითებული ვადების დაცვით (ორ ეტაპად ნახევარ-ნახევარი რაოდენობით 6 თვიანი შუალედით, დამკვეთის შეტყობინების შესაბამისად). 
  • მოწოდებული რეაგენტების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი და/ან მწარმოებლის მიერ მაქსიმალურად ვარგისი ვადით;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი დამოწმებული უნდა იყოს სერთიფიკატით;

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა/კოდი:

  • ლაბორატორიის სახარჯი მასალის  რაოდენობა, აღწერა-სპეციფიკაცია  წარმოდგენილია  5 დანართის  სახით(დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები), სადაც აუცილებელი წესით უნდა შეივსოს თითო პოზიციის კოდი/ლინკი და საჭიროებისამებრ შენიშვნა. 

შენიშვნა: ტენდერის მიმდინარეობის პროცესში განიხილება მხოლოდ შემსყიდველის მიერ მითითბული რაოდენება და პრეტენდენტის მიერ არ უნდა მოხდეს დაკვეთილი რაოდენობების კორექტირება.  

შევსების დროს არ უნდა შეიცვალოს ფაილის ფორმატი(უცვლელი უნდა დარჩეს განზომილების ერთეული და რაოდენობა). 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის დროს საჭიროებისამებრ შეიტანოს  ცვლილება დანართების მიხედვით რაოდენობასა და პოზიციებზე. 

პრეტენდეტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა დანართის ყველა პოზიციაზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართების მიხედვით  (დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები), როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს, წინასწარი შეთანხმებით, არაუგვიანეს ა.წ. 30 ივნისისა, ამასთან დანართი N1 და დანართი N5-ში ყვითლად მონიშნული პოზიციების მოწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად ნახევარ-ნახევარი რაოდენობით დამკვეთის შეტყობინების შესაბამისად 6 თვეში ერთხელ მისამართზე: ქ. თბილისი, ქ.თბილისი,თემქის 11 მკრ. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 25 %-სა. 

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები მიხედვით, სადაც სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული ერთეულის და ჯამური ფასების, კოდი/ლინკის ველები და საჭიროების შემთხვევაში  შენიშვნის ველი.
    შენიშვნა: ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში დღგ-ს ჩათვლით; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებაში, ინვოისში და ზედნადებში არ შეცვალოს ტენდერით განსაზღვრული საქონლის დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა.
  • პრეტენდენტის თანხმობა, რომ მოწოდოებულ რეაგენტებს ექნება მოწოდებიდან მინიმუმ 1 წლის ვადა, გამონაკლისად იმ პოზიციებისა, რომლის წარმოება 1 წლიანი ვადით არ ხდება, მწარმოებლის მიერ მაქსიმალური ვადით.  
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც ტენდერით განსაზღვრულ თითოეულ პოზიციაზე ასევე მხოლოდ რამდენიმე პოზიციაზე 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი  ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ხელშეკრულების უვლელი დანართები: 
  • დანართი N1 - GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
  • დანართი N2 - GWP ეთიკის და ქცევის კოდექსი. ანტიკორუფციული პოლიტიკა. გაეროს გლობალური შეთანხმება.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 თებერვალი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

GWP დანართები GWP დანართები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სახარჯი მასალის შესყიდვა სატენდერო მოთხოვნები GWP ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სახარჯი მასალის შესყიდვა სატენდერო მოთხოვნები
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 თებერვალი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა