15 თებერვალი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16149 - ტენდერი ტვირთის საეთაშორისო გადაზიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სადისტრიბუციო კომპანია შპს „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს ტენდერს ტვირთის საეთაშორისო გადაზიდვაზე.
ზოგადი ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციისა და შესყიდვის შესახებ:
- შპს "შარმ ტრეიდინგი" წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. დღეს კომპანია საქართველოში დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Schcwarzkopf & Henkel, Schcwarzkopf, Eczacibasi, Tchibo, SCA და სხვა.
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება.
ზოგადი სატენდერო პირობები:
- მომსახურების მოცულობა მიმართულებები, და სხვა სპეციფიკური ინფორმაცია განისაზღვრება დანართით #1.
- მონაწილე კომპანია საკუთრებაში უნდა ფლობდეს სატვირთო ავტომობილებს;
- წარმოდგენილ უნდა იქნას მომდევნო სამი თვის გადაზიდვის ტარიფების ზედა ზღვარი (მუშაობის პროცესში ეს ტარიფები გადაიხედება მიმდინარე ფასების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ფასის დაკლება, თუმცა ფასის მომატება - არა);
გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულება, კერძოდ:
- გენერალური ხელშეკრულება (ზოგადი არსებითი პირობებით);
- დამატებითი შეთანხმება ყოველ კონკრეტულ მომსახურებაზე, სადაც მითითებული იქნება:
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანის) მონაცემები, მძღოლის მონაცემები, მომსახურების ღირებულება, ტვირთის მიმართულება, ტრასპორტირების ვადები (ჩატვირთვა-გადმოტვირთვის თარიღი), მარშრუტი.
- ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქვეყნების მიხედვით.
სპეციალური პირობები:
- დაინტერესებულმა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულება უნდა უზრუნველყონ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით (შეთანხმების შემდგომ, უნდა წარადგინონ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, სადაც მოსარგებლე კონკრეტულ ლიმიტზე იქნება კომპანია „შარმ ტრეიდინგი“).
- სატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას ტვირთზე, ტვირთის აღების ადგილიდან (საწყობი ან ქარხანა) და მომენტიდან, რაც დასტურდება დამატებით შეთანხმებაში მითითებული მძღოლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების (და არა მყიდველის) მიერ შესაბამის CMR-ზე ხელმოწერამდე, რაც ადასტურებს ტვირთის მიმღების მიერ მის მიღებას.
ანგარიშსწორების პირობები:
- სატრანსპორტო კომპანიასთან ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონსიგნაციის პირობით, წინა თვეში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურის გადახდა მოხდება მომდევნო თვის 5-10 რიცხვში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერის დასრულების შემდგომ, სატენდერო კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს წარდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოავლენს საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტ(ებ)ს.
- ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქვეყნების მიხედვით.
- ტენდერის შედეგები ეცნობებათ პრეტენდენტებს ტენდერის დასრულების შემდგომ.
- სატენდერო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გახდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის მიზეზი.
წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც კომპანიას უნდა წარედგინოს შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge–ს საშუალებით,, უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას:
- ტენდერში მონაწილე კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ატომობილების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი;
- კონტრაქტორი კომპანი(ებ)ის სია (გადაზიდვებში დამხმარე კომპანიები ასევე, კომპანიები ვისაც ტენდერში მონაწილე კომპანია უწევს მომსახურებას);
- შევსებული და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული დანართი;
- წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენი კომპანიის დასახელება / ტენდერი.
შპს „შარმ ტრეიდინგი“ იტოვეს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე ნებისმიერ დროს დაასრულოს პროცესი ან არ გააგრძელოს ტენდერი (თუ პროცესი არასრული ან არადამაკმაყოფილებელია) ყოველგვარიდამატებითი ვალდებულების გარეშე.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15 თებერვალი, 2023წ. (18:00 სთ)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 15 თებერვალი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ: შპს „შარმ ტრეიდინგი“,
თეა წიქარიშვილი - 577272999
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები