22 თებერვალი 2023, 17:30
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16165 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „კრედო ბანკი“ (შემდგომში კრედო ბანკი) სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 83 სერვისცენტრს და სათავო ოფისს.
გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს სადაზღვევო კომპანია/ების შერჩევის შესახებ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე რასაც შევთავაზებთ არსებულ მომხმარებლებს და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პირობები
პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე პოლისები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- სტანდარტული
- კლასიკი
- პრემიუმი
ძირითადი მოთხოვნები:
- პრეტენდენტი კომპანია, თავისი მომსახურე ობიექტებით, აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში; ყველა სხვა რაიონსა და ქალაქში კი, სადაც ფუნქციონირებს კრედო ბანკის სერვისცენტრი, უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი; ასევე, მაქსიმალურად უნდა შეეძლოს რეგიონების დაფარვაც, რათა მოქნილად შეძლოს რეგიონებში არსებულ მომხმარებელთა მომსახურება (სერვისცენტრების/ოფისების ჩამონათვალი/მისამართებით იხ. დანართში №1);
- დაზღვეულს უნდა შეეძლოს მიმართოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება, ხოლო მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში მომსახურება უნდა მიიღოს საფასურის გარეშე ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, აქედან გამომდინარე პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ პროვაიდერი კლინიკების სრულყოფილი ჩამონათვალი;
სადაზღვევო პოლისის მინიმალური მოთხოვნები:
ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მომსახურებებს:
- 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- პირადი ექიმის მომსახურება
- ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურება
- ონკოლოგიური მკურნალობა
- პროფილაქტიკური შემოწმება
- მედიკამენტური მკურნალობა
- სტომატოლოგია
- ორსულობა-მშობიარობა
- სამოგზაურო დაზღვევა
- უბედური შემთხვევის დაზღვევა
- საზღვარგარეთ მკურნალობა
- ონლაინ ანაზღაურება
- Covid-19-თან დაკავშირებული მკურნალობა
პრეტენდენტმა კომპანიამ ცალკე დოკუმენტების სახით უნდა ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურება სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
- გამონაკლისების ჩამონათვალი სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით.
დამატებითი მოთხოვნები:
- სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლა - ე.წ. მოცდის პერიოდის გარეშე;
- თანდაყოლილი და დაზღვევამდე არსებული დაავადებების ანაზღაურება;
- გამონაკლისი შემთხვევების ასანაზღაურებლად ფონდის გამოყოფა - ფონდის მოცულობის მითითებით;
- დაზღვეულთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკის ზღვარის მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის Tenders.ge -ის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს Tenders.ge -ის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას ან კომპანიებს, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- რეგიონების დაფარვა/მომსახურების ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
- სადაზღვევო ლიმიტი/ მზღვეველის წილი
- პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის არჩევანი
- გამონაკლისი შემთხვევები, რასაც არ ფარავს დაზღვევა
- ფასი
მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი)
- შემოთავაზებები კატეგორიების მიხედვით Excel ფაილით
- პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალი Excel ფაილით
- არაანაზღაურებად შემთხვევათა ჩამონათვალი Excel ფაილით
უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დამატებითი დანართები:
- დანართი №2 - შესაბამისობა გარემოსდააცვით და სოციალურ საკითხებთან
- დანართი №3 - აფიდავიტი
- დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 22 თებერვალი, 17:00 საათი.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ Tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 22 თებერვალი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების ჯგუფის უფროსი: ეკა აფხაზავა
Email: eapkhazava@credo.ge
T: 595-95-37-60
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები