ჩაბარების ვადა:
16 თებერვალი 2023, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T16216 - ტენდერი ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩა N27-ში ს/კ 01.10.13.005.006 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხუთ სართულიანი მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩა N27-ში ს/კ 01.10.13.005.006 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხუთ სართულიანი მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე (იხ. ტენდერზე თანდართული ფოტოები).
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია დაუკავშირდეს ტენდერით განსაზღვრულ საკონტაქტო პირს (იხ. ქვემოთ), მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი შენობა-ნაგებობის დეტალური დათვალიერებისთვის.
- სადენოტაჟო სამუშაოები უნდა მოიცავდეს ს/კ 01.10.13.005.006 არსებული ნაგებობების (მათ შორის შენობა, ფანჩატური, კედელი) სამშენებლო მასალების სრულ გატანას.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია რომელიც გაცემული უნდა იყოს სს საქართველოს ბანკის მიერ.
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
- კომერციული შემოთავაზება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- მომსახურების შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
- შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისთვის კომერციული შემოთავაზება ინვოისის სახით
- შესასრულებელი სამუშაოების ვადა და დეტალური სადემონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი
- საბანკო გარანტიის მოცულობა თანხობრივად (ეროვნულ ვალუტაში)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- შესრულებული სადემონტაჟო ობიექტების ჩამონათვალი
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 თებერვალი 15:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები