27 თებერვალი 2023, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16222 - ტენდერი ბადესტიკერის, ბანკომატის სტიკერის და მატი სტიკერის წარმოება/დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 84 სერვისცენტრს.
გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ბადესტიკერის, ბანკომატის სტიკერის და მატი სტიკერის წარმოება/დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის პირობები: შესყიდვის ობიექტი და რაოდენობა:
პროექტი მოიცავს:
- ერთობლივად კრედოს 80 სერვისცენტრში განთავსებული ძველი ბადესტიკერების/მატი სტიკერების ჩანაცვლებას ახლით
- კრედოს ყველა სერვისცენტრში (81 ს/ც) ვიტრინებზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, დაუტვირთავ ვიტრინებზე ბადესტიკერების განთავსებას.
- კრედო ბანკის პარტნიორ 21 მაღაზიაში უნდა მოხდეს ბადესტიკერების განახლება. 9 მაღაზია არის სრულიად ახალი და მხოლოდ დამზადება მონტაჟის საჭიროება გვაქვს, ხოლო დანარჩენი 12 მაღაზია არის არსებული, სადაც გვესაჭიროება დემონტაჟი/მონტაჟი.
დეტალურად:
- გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს კრედო ბანკის სერვისცენტრების და მაღაზიების გარე ფასადზე არსებული ყველა ვიტრინის აზომვა (მათ შორის შესასვლელი შუშის კარის), დეტალური ზომების/ტიხრების მიხედვით ცხრილის შექმნა/მოწოდება.\
- წინასწარ ფოტომონტაჟების შექმნა დამკვეთის მიერ მიწოდებული ვიზუალების მიხედვით და დამკვეთთან შეთანხმება/დამტკიცების შემდეგ ბადესტიკერის წარმოება/მონტაჟი.
- ბადესტიკერის/ბანკომატის სტიკერების/მატი სტიკერის წარმოება
- ახალი ბადესტიკერების/მატი სტიკერების მონტაჟი
- არსებული ბადესტიკერების/ბანკომატის სტიკერების/მატი სტიკერების დემონტაჟი
კომპანიამ უნდა გამოყოს კრედო ბანკთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირი/ მენეჯერი, რომელიც მიიღებს შეკვეთას, უპასუხებს მეილებს/ზარებს, მოგვაწოდებს ინფორმაციას მომსახურების მიმდინარეობის შესახებ.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა წინადადებები წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tenders.ge –ს საშუალებით.
- ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- ხარისხი
- საგარანტიო ვადები
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
ანგარიშსწორების პირობები:
კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 (ერთ) წლიან ხელშეკრულებას შემდეგი პირობის გათვალისწინებით:
- ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;
- უნაღდო ანგარიშსწორება მომწოდებლის კრედო ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
მომწოდებლის მიერ tenders.ge - ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე.
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ ორი, მიმდინარე თარიღებით)
- უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართები:
- დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა (როგორც ხელმოწერილი, ასევე ექსელის ცხრილიც)
- დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდააცვით და სოციალურ საკითხებთან
- დანართი №4 - აფიდავიტი
- დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 თებერვალი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ვალერი სულაბერიძე
სს კრედო ბანკის შესყიდვების ოფიცერი
Email: vsulaberidze@credo.ge
T: 595509115
ტენდერის კატეგორია:
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები