ჩაბარების ვადა:
23 თებერვალი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16231 - ფასთა გამოკითხვა თბილისის ოფისისთვის შრომის უსაფრთხოების მომსახურების მიღებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი (ს/კ 203845964) (შემდგომში “დამკვეთი”) აცხადებს ფასთა გამოკითხვას წინადადების მისაღებად (შემდგომში „წინადადება”) ფასთა გამოკითხვაში მონაწილეებისგან (შემდგომში “პრეტენდენტი”) თბილისის ოფისისთვის შრომის უსაფრთხოების მომსახურების მიღებაზე.
მოთხოვნის საგანი:
- ორგანიზაციაში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დოკუმენტაციის შემოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ოფისის სახანძრო და შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების აუდიტი, რისკების შეფასება და საჭირო რეკომენდაციების მომზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- აკრედიტირებული პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციას ჩარჩო ხელშეკრულების პერიოდში.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- ფასთა გამოკითხვის წინადადების წარდგენის (გამოგზავნის) ბოლო ვადაა: 2023 წლის 23 თებერვალი 18:00 საათი.
- შემოთავაზებაში წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელ.ფოსტაზე: procurement@wwfcaucasus.org
ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ფასთა გამოკითხვასთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე:
დიანა ბიჩელაშვილი
ელ. ფოსტა: dbichelashvili@wwfcaucasus.org
ტენდერის კატეგორია:
- 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები