23 თებერვალი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16292 - ტენდერი ბურღვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს Construction Service აცხადებს ტენდერს ბურღვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის პირობები
დეტალები პროექტის შესახებ:
ფოთის ობიექტზე რკინა-ბეტონის ხიმინჯების საბურღი სამუშაოების განხორციელება შემდეგი თანამიმდევრობით:
- 2023 წლის მარტში საბურღი მექანიზმის მობილიზაცია უნდა განხორციელდეს სამეალიორაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე ( ფოთი მე 9 კიომეტრი) 33 მეტრიანი ხიდის პირველ ბურჯზე სადაც იბურღება 3 - 1500 მმ-იანი, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯი. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
- მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე სამეალირაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე 24 მეტრიანი ხიდის პირველ ბურჯზე სადაც მოაწყობს 4 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
- მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე სამეალირაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე 24 მეტრიანი ხიდის მეორე ბურჯზე სადაც მოაწყობს 5 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
- მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე სამეალირაციო არხის გადაკვეთაზე მდებარე 33 მეტრიანი ხიდის მეორე ბურჯზე სადაც მოაწყობს 3 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
- მექანიზმის დაშლის შემდეგ საბურღი აგრეგატის უბანი უნდა გადაადგილდეს 500 მეტრამდე მანძილზე მთავარი ხიდის # 1 სანაპირო ბურჯზე სადაც მოაწყობს 10 - 1500 მმ-იან, სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
- საბურღი მექანიზმი უნდა გადაადგილდეს #2 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15- 1500 მმ-იან, სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
- მექნიზმის სრული დაშლით უნდა მოხდეს საბურღი უბნის გადაადგილება მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ზე 5 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15 - -1500 მმ იან სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
- საბურღი მექანიზმი უნდა გადაადგილდეს # 6 სანაპირო ბურჯთან სადაც მოაწყობს 10 - 1500 მმიან სიგრძით 30.1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 32 გ/მ)
- 2023 წლის ნოემბერში საბურღი მექანიზმის უბნის მობილიზაცია უნდა განხორციელდეს #4 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15 ცალ 1500 მმ იან სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
- 2024 წლის იანვარში საბურღი მექანიზმის უბნის მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ზე #3 შუალედურ ბურჯზე სადაც მოაწყობს 15 ცალ 1500 მმ იან სიგრძით 38,1 გ/მ ხიმინჯს. (ხიმინჯის ბურღვის სიგრძე 40 გ/მ)
შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე, შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება საგარანტიო პირობებით.
პროექტის დანართები:
- გეოლოგია
- ხარჯთაღრიცხვის ფორმა
- შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ობიექტის რთული გეოლოგიური პირობები.
ერთეულის ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს:
- მომსახურების ფასი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
- მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მანქანა-მექანიზმები, პერსონალის და დამხმარე მასალების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ანგარიშსწორების პირობები:
- შპს Construction Service-ი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- მომსახურების ფასი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უცვლელი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის/მომსახურების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@cs.ge
სატენდერო კომიტეტი განიხილავს ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- მომსახურების ფასი
- მომსახურების ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 23 თებერვალი - 18:00 საათი.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: t.tsaguria@cs.ge
გთხოვთ, წინადადება წარმოგვიდგინოთ შემდეგი ფორმით:
- ხარჯთაღრიცხვა ექსელის ფორმატში
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადოს მიმართ დავალიანების არქონის თაობაზე
- მოკლე ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ
- ინფორმაცია კომპანიის მფლობელობაში არსებული დანადგარების და მანქანა-მექანიზმების/სპეც-ტექნიკის თაობაზე
- ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა)
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ მანქანა-დანადგარების/სპეც-ტექნიკის/ხელსაწყოების სია და მათი მახასიათებლები, პერსონალის რაოდენობა და გეგმა, რამდენი წყობის/ბურღვის სიგრძის გაკეთებას გეგმავენ დღეში.
საკონტაქტო პირი:
თამარ ცაგურია
Email: t.tsaguria@cs.ge
T: 577203384
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები