28 თებერვალი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16311 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ურთიერთთანამშრომლობის ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს.
დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ბექა მუმლაძე
ელ. ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: 551 46 20 03
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამოცდილება HVAC სისტემების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით რომელთა ჯამური ღირებულებაც 2019-2023 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 300 ათას ლარზე ნაკლები.
პრენდენტის შეფასება მოხდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით:
წონები: | |
ტექნიკური წინადადება | |
პრეტენდენტის გამოცდილება | 20 % |
ინციდენტებზე რეაგირების პერიოდი SLA | 20 % |
ფინანსური წინადადება | |
ჯამური სატენდერო ფასი (სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი) |
60 % |
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი (დანართი 1)
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- შევსებული ფორმა N2 კომპანიის გამოცდილება
- შევსებული დანართი N3 ინციდენტებზე რეაგირების პერიოდი SLA
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პორტფოლიო/პრეზენტაცია), საქმიანობის მოკლე აღწერილობა
- არანაკლებ 2 სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან;
- არანაკლებ 3 თანამშრომლის რეზიუმე.
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები