ჩაბარების ვადა:
3 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16344 - ტენდერი საკანცელარიო საქონელის, სამეურნეო საქონლის, სამედიცინო სახარჯი მასალის და მედიკამენტების შესყიდვასა და მომსახურეობაზე (ადგილზე მიწოდებაზე) 3 ფილიალში თბილისის მასშტაბით
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონელის, სამეურნეო საქონლის, სამედიცინო სახარჯი მასალის და მედიკამენტების შესყიდვასა და მომსახურეობაზე (ადგილზე მიწოდებაზე) 3 ფილიალში თბილისის მასშტაბით.
ტენდერის პირობები:
- დაინტერესებულმა კომპანიამ საჭიროა შეავსოს ექსელის ფაილის შესაბამის შიტში ინფორმაცია (მონიშნულია ყვთელი ფერით), სადაც მოცემულია 1 წლის განმავლობაში შესასყიდი პროდუქციის სავარაუდო რაოდენობა.
- ტენდერში მონაწილე კომპანიას ეკრძალება ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა ექსელის ფაილში;
ტენდერში მონაწილე კომპანიამ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა წარმოდგინოს ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართებზე:
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქციის მიწოდება თავად უნდა უზრუნველყოს სამ ლოკაციაზე ყოველთვიურად, მოთხოვნის შესაბამისად:
- ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 83/11;
- ქ.თბილისი, ალ.გობრონიძის ქ.27;
- ქ.თბილისი, კალოუბნის 12;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 3 მარტის 18 საათამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და კონსიგნაციის პირობებზე;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
თემურ ქოპილაშვილი
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12
ტელ.: (+995) 577 39 89 45
E-mail: t.kopilashvili@medison.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები