ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16354 - ტენდერი აბაშის და ხობის კლინიკაში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში - სს ევექსის კლინიკები - აბაშის და ხობის კლინიკაში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ევექსის კლინიკები

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის  2 მარტის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 
    - ტენდერის გამოცხადება - 23 თებერვალი 2023 წ.
    - სატენდერო წინადადებების მიღება - 2 მარტი 2023 წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა - 7 მარტი 2023 წ.
    - ხელშეკრულების გაფორმება - 10 მარტი 2023 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები, შესყიდვის ობიექტი: სს ევექსის კლინიკები- აბაშის კლინიკაში(მის:ქ.აბაშა თავისუფლების ქ. №143.) და ხობის კლინიკაში(ქ. ხობი, გიორგი ჭყონდიდელის ქ. №2) სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება  

სამუშაოთა ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვა.

სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული მოცულობების მიხედვით.

სამუშაოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 90(ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (ორივე კლინიკაზე)

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • სამუშაოების შესრულების ფასი
  • შესრულების ვადები
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

შემსყიდველის ვალდებულებები

შემსყიდველის ვალდებულებებია:

  • სარეკონსტრუქციო  ფართის გადაცემა კონტრაქტორისათვის;
  • მიმდინარე და დამთავრებული სამუშაოების შემოწმება, აღრიცხვა და შესაბამისი ანაზღაურების გადახდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა აზომვის პრინციპით.

კონტრაქტორის ვალდებულებები 

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და სარეკონსტრუქციო  უბნის შემოწმება
    (ხელშეკრულების ხელმოწერამდე კონტრაქტორი ვალდებულია შეამოწმოს სარეკონსტრუქციო ობიექტი, გაეცნოს სარეკონსტრუქციო უბნის ზოგად მდგომარეობას, არსებულ ან/და მომიჯნავე შენობა-ნაგებობებს და შეაგროვოს ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა სარეკონსტრუქციო სამუშაოების სწორი დაგეგმარების, გაანგარიშებისა და განფასებისთვის, როგორც ეს სატენდერო დოკუმენტებშია მოთხოვნილი. თუ მის მიერ ჩატარებული შესწავლა გამოავლენს, რომ სამუშაოთა მოცემულობა საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებსა ან/და დამატებებს, ამ საკითხების ნუსხა ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა იქნას წარმოდგენილი და შეთანხმებული შემსყიდველთან);
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე კონტრაქტორი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულების პირობებთან და სატენდერო მოთხოვნებთან და რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი გახდება.

დოკუმენტაცია / საშემსრულებლო ნახაზები

ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დოკუმენტაცია გამოყენებული მასალების შესახებ;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაცია ფორმა #2

სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ის სახით; დანართი #5 წარმოდგენილი უნდა იყოს შევსებული როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის  მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ () იგი გაეცნო დანართი #6- სახით წარმოდგენილ ნარდობის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე; ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ავანსის მაქსიმალური ოდენობა არის ჯამური თანხის 20%, რომლის შემდგომი გაზრდა შესაძლოა მოხდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 2 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge

ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 599231923 ლევანი

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

RFP-ტენდერი აბაშის და ხობის კლინიკაში სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე RFP-ტენდერი აბაშის და ხობის კლინიკაში სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე
დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #4 - აფიდავიტი დანართი #4 - აფიდავიტი
დანართი #5-აბაშის კლინიკის სახურავი დანართი #5-აბაშის კლინიკის სახურავი
დანართი #5-ხობის კლინიკის სახურავი დანართი #5-ხობის კლინიკის სახურავი
დანართი #6 - ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში დანართი #6 - ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 თებერვალი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა