
10 მარტი 2023, 23:59
სტატუსი:
დასრულებულიT16356 - ტენდერი IT აღჭურვილობის კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ინფორმაცია მოთხოვნილ საქონელზე/სერვისზე და პირობებზე:
ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს ფასთა კვოტირებაზე მოთხოვნილი მომსახურების ფასის დაფიქსირებით ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (დღგ)-ს გარეშე.
ჩარჩო ხელშეკრულება არ ავალდებულებს ლტოლვილთა დანიის საბჭოს რაიმე შესყიდვის შეკვეთის განსათავსებლად. ლტოლვილთა დანიის საბჭო დაჯილდოვებულს-ებს შეკვეთებს გაუფორმებს ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის შესაბამისად.
ტენდერი წარმოდგენილია სამ ლოტად:
- Lot#1 Purchase of cartridges/კარტრიჯების შესყიდვა
- Lot#2 Cartridges Refilling, Repair/კარტრიჯების შევსება, შეკეთება
- Lot#3 IT equipment, IT აღჭურვილობა
Prospective bidders are welcome to apply for any combination of three lots or for all three lots, as per their preference./პოტენციურ ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ/გამოაგზავნონ სამი ლოტის ნებისმიერ კომბინაციაზე ან სამივე ლოტზე, მათი არჩევანის მიხედვით.
ვადები:
- შემოთავაზების საგანი: კარტრიჯების შესყიდვა, შევსება, შეკეთება და IT აღჭურვილობა
- სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 23 თებერვალი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 10 მარტი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00 საათი
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
- Annex A.1 - DRC TECHNICAL BID FORM FOR GOODS
- LOT#3 IT equipment; Annex A.2 - DRC FINANCIAL BID FORM FOR GOODS
- LOT#3 IT equipment - სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
- გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას).
- World Vision ბავშვთა და მოზრდილთა დაცვის პოლიტიკა - არ საჭიროებს გადმოგზავნას
დამატებით კომპანიის მიერ გადმოსაგზავნი დოკუმენტები:
- კომპანიის/ორგანიზაციის მფლობელის დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი
- კომპანიის/ორგანიზაციის ამონაწერი სჯარო რეესტრიდან ინგლისურ ენაზე
შემოთავაზების წარდგენის ფორმა:
- დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო კვალიფიკაციას და გამოცდილებას, მოწვეულნი არიან, წარმოადგინონ ინტერესის გამოხატვა rfq.geo.tbs@drc.ngo ან დალუქული კონვერტით DRC ოფისში თბილისი, საქართველო, საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზ. #2, კორპუსი #3, II სართული, ოფისი #4. კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: irma.gobronidze@drc.ngo
შეფასების კრიტერიუმი:
- შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
- უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად
ანგარიშსწორება:
- ანგარიშსწორება მოხდება ლარში, მოთხოვნილი ნივთების/სერვისების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები