ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16360 - ტენდერი სარეკლამო SMS-ის გაგზავნის სერვისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს სარეკლამო SMS-ის გაგზავნის სერვისის შესყიდვის შესახებ  და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

შესყიდვის სავარაუდო მოცულობა წლის განმავლობაში შეადგენს ჯამში 50 მლნ სარეკლამო SMS-ის დაგზავნას.

  • სარეკლამო სმს მომსახურება - გულისხმობს დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ელ-ფოსტის მისამართზე მიწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას ბალკად შემსრულებლის არსებულ ბაზაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სამივე ოპერატორი ქსელის აბონენტებთან (მაგთი/ჯეოსელი/ბილაინი). 
  • სარეკლამო სმს მომსახურებისთვის, პარტნიორი კომპანიის ბაზების სეგმენტირება - სქესის, ასაკის, სამეწარმეო სტატუსის, რეგიონის და ა.შ კრიტერიუმების მიხედვით 

თითოეული შემოთავაზებული მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს:

  • HTTP Rest service
  • SMPP პროტოკოლის მხარდაჭერა.
  • service_id - სმსის სათაური (რა სახელითაც ჩანს სმს მობილურში)
  • telNumber - მობილურის ნომერი
  • text - სმს ტექსტი
  • coding - სმს ტექსტის სტანდარტი (gsm, iso, unicode)
  • სმსზე სტატუსის შემოწმების სერვისს. ამის მეშვეობით შესაძლებელია კონკრეტულ სმსზე სტატუსის მიღება (მიიღო კლიენტმა სმს მობილურზე თუ არა).

შემსრულებლის მიერ დამკვეთის ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფა:  

  • მომსახურების მიზნით დამკვეთს უნდა მიენიჭოს შემსრულებლის სისტემასთან წვდომის შესაძლებლობა თავისი ინდივიდუალური მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლის მეშვეობითაც დამკვეთი მოახდენს კონკრეტული ოდნეობის, შინაარსის და სახელწოდების მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას საკუთრი ბაზის მისამართით. ინტერფეისით შემსრულებლის ბაზაზე მომსახურების შეკვეთისას დამკვეთის ყველა გაგზავნილ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს შემსრულებელი კომპანიის USSD კოდი, რომელიც აძლევს შეტყობინების მიმღებ საშუალებას უარი თქვას მათ შემდგომ მიღებაზე. ხოლო საკუთარ ბაზაზე გაგზავნის შემთხვევაში USSD კოდის დართვა შეტყობინებებზე ან/და საკუთარ ნომრებზე დაგზავნა ფილტრით -  SHORT CODE დამოკიდებული უნდა იყოს დამკვეთის არჩევანზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით  საქონლისა და მომსახურების მიღების  შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
  • იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელ კომპანიას არ აქვს გახსნილი კრედო ბანკში ანგარიში ვალდებულია გახსნას !

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს www.tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთზე მეტ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • გამოცდილება

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
  • რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურებაშემდეგი ინფორმაციის მითითებით:
    - შესყიდვის საგნის დასახელება;
    - კომპანიის დასახელება;
    - რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა;
    - საკონტაქტო ნომერი.
  • დანართი №1-ის საშუალებით წარმოდგენილი ფასები;
  • დამატებითი დანართები - გთხოვთ, ატვირთოთ ხელმოწერილი/დასკანერებული სახით:
  • დანართი № 2 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან;
  • დანართი № 3 - აფიდავიტი/წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ;
  • დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე.

შენიშვნა:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;− შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე არსებული კითხვა-პასუხის მოდული; ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პასუხი ხელმისაწვდომია როგორც რეგისტრირებული ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 6 მარტი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: ვალერი სულაბერიძე, შესყიდვების ოფიცერი
ტელ.: 595509115
ელ. ფოსტა: vsulaberidze@credo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 თებერვალი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა