14 მარტი 2023, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT16402 - ტენდერი კირქვის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს, კირქვის შესაძენად.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შესყიდვების დეპარტამენტისა და კასპის ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი რაოდენობის ნედლეულის მოპოვება და ტრანსპორტირება
- პირველ ეტაპზე საჭიროა დაიგეგმოს თქვეში დაახლოებით 30 ათასი ტონის მოპოვება და კასპის ქარხნამდე მიტანა. საშუალოდ დღიური რაოდენობა 1000 ტონა. ტექნოლოგიურად გამართვის შემთხვევაში სავარაუდოა რომ გაიზრდება დღიური მოთხოვნა და შესაბამისად თვიურიც.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კირქვის კარიერის მოქმედი ლიცენზია, ვალიდური ექსკავაციის გეგმა და კარიერზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
- პრედენდენტმა უნდა მიუთითოს კარიერის ზუსტი მდებარეობა, ჯპს მონაცემებით ინტერაქციულ რუკაზე,
- აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.
მოთხოვნები ნედლეულის შემცველობაზე:
- კალციუმის ოქსიდის (CaO) საშუალო შემცველობა 39 % (დასაშვები ცდომილება +1%, -2 %)
- დაუმსხვრეველი - არაუმეტეს 0.5 მ3 მოცულობის ქვა.
დამატებით კრიტიკული მარაგი უნდა შეიქმნას კავთისხევის კარიერზე 10 000 ტონის ოდენობით.
პოტენციური შემსრულების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმება შეხვედრა და გავლილი იქნება შესაბამისი საჭირო საკითხები.
კომერციული ნაწილი:
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში გადასაზიდი რაოდენობა გადანაწილდება თვეებზე და გადაზიდვა მოხდება მოთხოვნის შესაბამისად.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი:
- 1 ტონა ნედლეულის მოპოვება, ექსკავირება და საკუთარი მანქანებით (ტრანსპორტირებით), ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხნამდე მიტანა. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
- 1 ტონა ნედლეულის მოპოვება, ექსკავირება და მანქანებში ჩატვირთვა (ტრანსპორტირების გარეშე) (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოახდინოთ დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტენდერი სრულდება 14 მარტს 13:00 საათზე.
ტენდერის კატეგორია:
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
- 14200000 ქვიშა და თიხა