ჩაბარების ვადა:
15 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16429 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.
შესყიდვის პირობები:
შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ქაღალდი A4 ფორმატის თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
# | დასახელება | წლიური შესაკვეთი რაოდენობა | ერთი შეკვრის ფასი |
1 | A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი “Navigator” | 7100 შეკვრა |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება.
- შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წლის ბოლომდე;
- შესყიდვის პერიოდი: 15.03.2023 – 31.12.2023
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 15.03.2023 18:00 საათი
- გადახდის პირობა - 30 დღიანი კონსიგნაცია
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია
- სატენდერო წინადადება მიიღება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელექტრონული მისამართი: v.beshkenadze@gdl.ge
- კომპანიის ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ისაკინის ჩიხი #1
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა