13 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16445 - ტენდერი გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების მიწოდება/მონტაჟის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების მიწოდება/მონტაჟის შესყიდვაზე.
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის გათბობა-გაგრილების სისტემის მიწოდება-მონტაჟის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ურთიერთთანამშრომლობის ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს.
დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ბექა მუმლაძე
ელ. ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: 551 46 20 03
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 მარტი, 18:00 საათი.
სატენდერო წინადადების ვალუტა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: აშშ. დოლარში
სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა: სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან: 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში
პრენდენტის შეფასება მოხდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით:
წონები:
ტექნიკური წინადადება |
||
1 |
პრეტენდენტის გამოცდილება |
20% |
2 |
გარანტიის ვადა ძირითად აგრეგატებზე |
10% |
ფინანსური წინადადება |
||
3 |
ჯამური სატენდერო ფასი (სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი) |
70% |
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები