17 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16456 - ტენდერი საერთაშორისო ფოტო კონკურსის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს საერთაშორისო ფოტო კონკურსის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე. საერთაშორისო სოც. მედია ფოტო კონკურსი „შავი ზღვის აუზის ტურისტული დანიშნულების ადგილები“ მიმდინარე პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“ (BSB -1130) ფარგლებში ჩატარდება. კონკურსის მიზანია ფართო აუდიტორიის წინაშე რეკლამირება გაუკეთოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდებარე შემოქმედებითი ტურიზმის დანიშნულების ადგილებს.
მომსახურებაში შედის შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
- საერთაშორისო სოც. მედია ფოტო კონკურსის ორგანიზება;
- კონკურსის განცხადების შემუშავება, გამოქვეყნება და გავრცელება;
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება (სოციალური მედიის საშუალებით);
- შემოსული საკონკურსო განაცხადების (ფოტოების) დახარისხება;
- პროექტის პარტნიორებთან თანამშრომლობით გამარჯვებულების შერჩევა;
- გამარჯვებულების გამოცხადების ღონისძიების ორგანიზება.
მომსახურების გაწევის ვადა: 2023 წლის მარტიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით
ტენდერში წინადადებების შემოტანა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ პირს, ექსპერტთა ჯგუფს ისე ორგანიზაციას. დაინტერესებულ კანდიდატს სასურველია ჰქონდეს შემოქმედებით სფეროში კონკურსების ორგანიზების გამოცდილება.
წარსადგენი დოკემენტები:
- CV (ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის და/ან მისი თანამშრომლების გამოცდილება);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.);
- განხორციელების გეგმა და სტრატეგია;
- შეთავაზების ღირებულება რომელიც აერთიანებს შესყიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;
გამარჯვებულის გამოვლენა:
გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- განხორციელების გეგმის და სტრატეგიის მოქნილობა და ხარისხი;
- გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია:
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- ტენდერში მონაწილეები ინფორმირებული იქნებიან ტენდერის შედეგების შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariamk@gaccgeorgia.org; maka@gaccgeorgia.org.
- გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 17 მარტი
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ- ფოსტაზე: mariamk@gaccgeorgia.org; maka@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები