ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16469 - ტენდერი საკანალიზაციო ჭების ამოწმენდაზე (კასპი)

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ჰაიდელბერგცემენტი’’ გეგმავს კასპის ცემენტის ქარხანაში არსებული საკანალიზაციო ჭების რეგულარულ გაწმენდას. ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია 7 ცალი  საკანალიზაციო ჭა, რომელიც არ უერთდება ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას და საჭიროებს რეგულარულ ამოწმენდას.

ამასთან, ქარხნის ტერიტორიაზე არის კიდევ 2 ცალი სველი წერტილი, რომელსაც არ გააჩნია საკანალიზაციო ჭა და მათი გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ სველი წერტილიდან. საკანალიზაციო ჭებში საპირფარეშოს ნარჩენი და ხელის დასაბანად გამოყენებული დაბინძურებული წყალი ერთმანეთში შერეულია. ლაბორატორიასთან მდებარე საკანალიზაციო ჭის ნარჩენებში მცირე რაოდენობით ერევა ქვიშა და განეიტრალებული მარილმჟავა.

9 წერტილიდან 3 საჭიროებს კვირაში 2-ჯერ ამოწმენდას, ხოლო დანარჩენი 6-კვირაში ერთხელ.
ერთ ვიზიტზე ამოსაწმენდი საკანალიზაციო ნარჩენის საშუალო რაოდენობაა 3 მ3.

  • შემსრულებელს უნდა გააჩნდეს საკანალიზაციო ნარჩენების ტრანსპორტირებისა და შემდგომი ჩაშვების ნებართვა;
  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საკანალიზაციო ჭების გამწმენდი ავტომანქანის ავზის მოცულობის შესახებ;
  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს ფასთა გაანგარიშების წესის შესახებ (ღირებულება განისაზღვრება ნარჩენის მოცულობის, თუ სვლაგეზების რაოდენობის შესაბამისად).
  • შემსრულებელი კომპანიის ვალდებულებაა უზრუნველყოს სამუშაოების საწარმოებლად საჭირო ტექნიკა/ხელსაწყოები. მათი წარმომადგენლის/წარმომადგენლების უზრუნველყოფა ინდუვიდუალური დაცვის საშუალებებით.
  • შემსრულებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას’’, ადგილობრივი გარემოსდაცვითი  კანონმდებლობისა და  ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

გთხოვთ შეთავაზება წარმოადგინოთ 2023 წლის 14 მარტის 18:00 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები