ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2023, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T16479 - ტენდერი ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის გადახდის და ტრანსპორტის მართვის სისტემის დანერგვაზე და ოპერირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსსაქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის გადახდის და ტრანსპორტის მართვის სისტემის დანერგვაზე და ოპერირებაზე.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში,  მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

მომსახურების აღწერა:
ტრანსპორტის მართვის და კონტროლის სისტემის შექმნა

  • „მომსახურების გამწევი“ ვალდებულია შექმნას ტრანსპორტის მართვის და კონტროლის ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა
  • მართვის და კონტროლის ინფრასტრუქტურით, ოპერირებას განახორციელებს უშუალოდ სატრანსპორტო კომპანია, ხოლო მის პროგრამულ უზრუნვეყოფას განახორციელებს „მომსახურების გამწევი“. 
  • სისტემის აღწერა მოცემულია წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართი N1.1-ით)

გადახდის სისტემის შექმნა და ოპერირება:

  • „ხელშეკრულების“ საგანს წარმოადგენს „მომსახურების გამწევის“ მიერ „კომპანიისათვის“ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების გაწევა.
  • „მომსახურების გამწევმა“ უნდა უზრუნველყოს  ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის შემქნა/ჩამოყალიბება, დანერგვა და ოპერირება (სისტემის აღწერა მოცემულია წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართი N1.1-ით);
  • „მომსახურების გამწვევმა“ უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერირებისათვის საჭირო გადახდის მოწყობილობების მონტაჟი.
  • „მომსახურების გამწვევმა“ უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერირებისათვის ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა მიმოცვლის საშუალებების დანერგვა.
  • უზრუნველყოს „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, უწყვეტ რეჟიმში გადახდის სისტემის გამართული მუშაობა.
  • „მომსახურების გამწევმა“ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო ბარათების გამოშვება/ემისია;
  • უზრუნველყოს გადახდილი მგზავრობის საფასურის „მომსახურების გამწევთან“ არსებულ „კომპანიის“ ანგარიშზე ასახვა არაუგვიანეს მე-2 (მეორე) სამუშაო დღისა;
  • უზრუნველყოს სატრანსპორტო ბარათების გამოშვება, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) ლარისა 1 (ერთი) სატრანსპორტო ბარათისათვის.
  • უზრუნველყოს შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირებისათვის პირველი სატრანსპორტო ბარათის, უფასოდ დამზადება/გაცემა; 
  • უზრუნველყოს გადახდების კონტროლის და ჯარიმების მოდულის დანერგვა;
  • უზრუნველყოს მოწყობილობების მონიტორინგის სისტემის დანერგვა. 

მოსაწოდებელი დოკუმენტაცია:

  • მსგავის პროექტის (პროექტების) გამოცდილების დამადასტურებელი კონტრაქტი. 
  • სარეკომენდაციო წერილები.

მიწოდების მისამართი: საქართველსო მაშტაბით

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

საკონტაქტო პირი: კონსტანტინე მეტრეველი
მობ: 595036484
ელ. ფოსტა: Ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა