ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T16492 - ტენდერი ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე, ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპისა და რუსთავის ქარხნების შიდა ტერიტორიაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე, ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპისა და რუსთავის ქარხნების შიდა ტერიტორიაზე. 

სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები: 

  • სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით.  ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ შესაძლოა მოითხოვს, შესაბამისი საბანკო გარანტია.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები
  • გამართული თვითმცლელი სისტემა

აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ. 

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.

მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში.

  • გთხოვთ ატვირთოთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • გთხოვთ ატვირთოთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი.
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში. 

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი 1 ცვლის ღირებულებაზე (ფასი დაფიქსირებული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). ცვლაში იგულისხმება 12 საათიანი სამუშაო პერიოდი, მათ შორის 1 საათი შესვენება. ფასში უნდა იგულისხმებოდეს, საწვავის, შეკეთებისა და მძღოლის ხარჯები. სატვირთოები გამოძახებულები იქნებიან ქარხნების მოთხოვნის შესაბამისად და იმუშავებენ საჭირო დროითა და გრაფიკით. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 24 საათიანი ცვლისა და/ან 12 საათიანი ღამის ცვლების გადაბმული მუშაობის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროა 1 თვითმცლელზე შემცვლელი მძღოლის ყოლა. 
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება კასპის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის.
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება რუსთავის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის

ტენდერი სრულდება 21 მარტს 15:00 საათზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოახდინოთ დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge, ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები