ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16494 - ტენდერი ფოლადის მილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

  • ფოლადის მილის შესყიდვა

ტენდერში მონაწილეობა უფასოა.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

ტექნიკური დავალება:

  • შემოთავაზებულ მილებს აუცილებლად უნდა ქონდეს შიდა იზოლაცია
  • შემოთვაზებული შიდა იზოლაცია უნდა იყოს ერთერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი, 
    - Liquid applied epoxy;
    - Fusion Bonded Epoxies;
    - Polyurethane;
  • მომწოდებელმა ერთეულის ფასში უნდა გაითვალისწინოს ხარისხის კონტროლის კომპანიის დაქირავება (შ.პ.ს ბიურო ვერიტას ჯორჯია ან SGS). რომელმაც უნდა გააკონტროლოს/შეამოწმოს და დოკუმენტალურად დაადასტუროს შემდეგი პუნქტები:
  • პროდუქციის წარმოების შესაბამისობა სტანდარტებთან
  • ნედლეულის შესაბამისობა სტანდარტებთან
  • მასალის, იზოლაციის ხარისხი და მისი შესაბამისობა სასმელი წყლისთვის დადგენილ სტანდარტებთან
  • კედლის სისქე
  • ყოველი მილის სიგრძე
  • შედუღების ტესტირება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით
  • წნევის ტესტირება (მოთხოვნილთნ შესაბამისობა)
  • შემოთავაზებული მილების წნევები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს პოზიციების მიხედვით
  • წარმოების, ტრანსპორტირების და მოწოდების გრაფიკის შესაბამისობა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ შეთანხმებულ პირობებთან
  • ტრანსპორტირებამდე ყველა საჭირო დოკუმენტაციის წინასწარი გადამოწმება
  • შეთანხმებული მოწოდების გრაფიკის დაცვა აუცილებელი პირობაა - გრაფიკის ყოველი დარღვევა განისაზღვრება ერთჯერადი ჯარიმით 100 000 ლარი (ყოველ დარღვევაზე), ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმას დაემატება 10 000 ლარი.
  • MSF სერტიფიკატის ქონა სავალდებულოა
  • სავალდებულოა MILL TEST CERTIFICATE 
  • პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუ  20 წლიანი გარანტია
  • მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს GWP-ის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების დრაფტის მიხედვით
  • რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართი N1-ში

შენიშვნა:

  • დანართი N1-ში - მოწოდებული ფოლადის მილების ზომები არის გარე დიამეტრები
  • რაოდენობა შეგიძლიათ დაამრგვალოთ თითოეული პოზიციისთვის ოღონდ არა მეტობით.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „რუსთავის წყალი (RWC) მიწოდების ადგილი: 
  • შპს „რუსთავის წყალი (RWC) - ის საწყობი, წმ. ნინოს ქ. N5

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
  • მასალაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, კომპანიები რომლებიც შემოგვთავაზებენ 20 ზე მეტ წლიან გარანტიას პრიორიტეტი მიენიწება შერჩევის დროს
  • აკრედიტირებული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის ექსპერტები (SGS, ბიურო ვერიტასის და ა.შ) დაესწრებიან წარმოების პროცესს, დატვირთვებს, შეამოწმებენ მომწოდებლის ლაბორატორიას და მასალიდან აიღებენ სიჯებს, შესაბამისად მომწოდებელი ვალდებულია დაუშვას აღნიშნული ექსპერტები თავის საწარმოში და არ შეაფერხოს შემოწმების პროცედურები. 
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის სერტიფიკატები იმ ქყვეყნის შესაბამისი სადაც მოხდება მასალის წარმოება (ANSI,ASME,ASTM,API, MSS ,ISO,EN,DIN,UNI, BS, ГОСТ, GB, TSEN), თუმცა EN სტანდარტი სავალდებულოა ქონდეს პროდუქციას.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა 18:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351)  უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351)  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) (ს/ნ 216323351) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 17 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: მაია კავთელაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mkavteladze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1451);  577 42 33 42

ტენდერის კატეგორია:

  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები

დოკუმენტაცია

ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობა RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობა
RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა
შესაბამისობის კითხვარი შესაბამისობის კითხვარი
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა