ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T16554 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ტენდერს ნოუთბუქების შესყიდვასთან დაკავშირებით.

  • ტენდერის გამოცხადების თარიღი - 15 მარტი, 2023 წელი

  • ტენდერის დასრულების თარიღი - 24 მარტი, 2023 წელი (18:00 სთ.)

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა:

  • შესასყიდი შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N2-ის სახით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული გადასახადები).

გარანტიის მოთხოვნის პირობები:

  • ნოუთბუქებზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოების საგარანტიო პირობები. საგარანტიო პირობები უნდა უზრუნველყოს მწარმოების მიერ ავროტიზებულმა სერვისცენტრმა,რისი დამდასტურებელი,მწარმოების მიერ გაცემული დოკუმენტი უნდა იქნას წარმოდეგენლი სატენდერო წინადადებასთან ერთად.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, ა.პოლიტკოვსკაის #9 .
  • შესყიდვის ობიექტის მოწოდება აუცილებელია სრულად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 40 ქულა;
  • შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაცია - 40 ქულა;
  • შემოთავაზბული პროდუქციის საგარანტიო პერიოდი და პირობები -10 ქულა;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი - 10 ქულა.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეაჩეროს/შეწყვიტოს ტენდერი და არ გააფორმოს ხელშეკრულება ყოველგვარი ახსნა/განმარტების გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მომწოდებლების შესახებ ინფორმაცია
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 24 მარტი, 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 24 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 მარტი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა