ჩაბარების ვადა:

29 მარტი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16570 - ტენდერი ცოდნის ბაზის (Knowledge Base) ინტრანეტ საიტის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 84 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ცოდნის ბაზის (Knowledge Base) ინტრანეტ საიტის მოწყობის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის პირობები:

  • წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის ცოდნის ბაზის (Knowledge Base) ინტრანეტ საიტის მოწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი აღწერილია სატენდერო ფაილში - დანართი №2 - ცოდნის ბაზის ინტრანეტ საიტის მოწყობა - შესასრულებელი სამუშაოები

აუცილებელი მოთხოვნები:

  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 შემოთავაზების ფორმის მეშვეობით (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ დასკანერებული სახით);
    აუცილებელია მოგვაწოდოთ დანართი N1 -  შემოთავაზების ფორმა  ასევე Excel-ის ფაილითაც;

ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით კრედო ბანკის ანგარიშზე ინვოისის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • მომსახურების ხარისხი
  • მომსახურების მოწოდების ვადა
  • გამოცდილება

მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია

მიმწოდებელმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
პრეზენტაცია, სადაც იქნება შემდეგი დეტალები:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია
  • გამოცდილება მსგავს პროექტებში
  • სატენდერო სამუშაოების (ცოდნის ბაზის - Knowledge Base ინტრანეტ საიტის მოწყობის შესახებ) განხორციელების დროში გაწერილი გეგმა.
  • სატენდერო სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის წევრების ოდენობა.
  • − დანართი №1 შემოთავაზების ფორმა (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ);
    - აუცილებელია მოგვაწოდოთ  დანართი N1, ასევე Excel-ის ფაილითაც;

კომპანიის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია 

რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურებაშემდეგი ინფორმაციის მითითებით (მინიმუმ 2):

სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის დანართი №1; 

უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დამატებითი დანართები:

  • დანართი №2 - დოკუმენტი გაუმჟღავნებლობის შესახებ 
  • დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
  • დანართი №4 - აფიდავიტი 
  • დანართი №5- ანგარიშის გახსნის თაობაზე 

დამატებითი ინფორმაცია:

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში გამოავლინოს ერთი ან ერთზე მეტი გამარჯვებული კომპანია;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;

მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!

! სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 29 მარტი, 17:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 მარტი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ვალერი სულაბერიძე
სს კრედო ბანკის შესყიდვების ოფიცერი
Email: vsulaberidze@credo.ge
T: 595509115

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება

დოკუმენტაცია

სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა
დანართი №2 - ცოდნის ბაზის ინტრანეტ საიტის მოწყობა - შესასრულებელი სამუშაოები დანართი №2 - ცოდნის ბაზის ინტრანეტ საიტის მოწყობა - შესასრულებელი სამუშაოები
დანართი №3 - დოკუმენტი გაუმჟღავნებლობის შესახებ დანართი №3 - დოკუმენტი გაუმჟღავნებლობის შესახებ
დანართი №4 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დანართი №4 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
დანართი №5 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე დანართი №5 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
დანართი №6 - ანგარიშის გახსნის თაობაზე დანართი №6 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 მარტი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა