ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T16598 - ტენდერი ჟინვალჰესის აგრეგატებზე აღგზნების სისტემის შეცვლაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 19 მაისი, 18:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

  • ჟინვალჰესის აგრეგატებზე აღგზნების სისტემის შეცვლა. 

ტენდერში მონაწილეობა უფასოა.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

ტექნიკური დავალება:

  • მორალურად მოძველებული ელ.მანქანური აღგზნება თავისი თვითნაკეთი ძაბვის ავტომატური რეგულიატორით ვერ აკმაყოფილებს ძაბვის სწრაფად  აღდგენის თანამედროვე პირობას. ელ.ენერგიის საბითუმო ვაჭრობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  აუცილებელი პირობაა ხარისხიანი ელ.ენერგიის მიწოდება, კერძოდ ძაბვისა და სიხშირის ნომინალური პარამეტრების დაცვა.ამ მოთხოვნების შესასრულებლად საჭიროა აღგზნების სისტემის შეცვლა.
  • დაპროექტდეს ახალი აღგზნების სისტემა ნახევარ გამტარებზე, ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობით,რომელიც, იქნება სწრაფი და ძლიერი მოქმედების. მან უნდა შესძლოს ავარიის დროს სწრაფად მაოხდინოს ზემოქმედება აგრეგატის რეაქტიულ ტვირთზე,  რომელიც განაპირობებს გენერატორის სალტეზე ძაბვის ნომინალური სიდიდის შენარჩუნებას.
  • უნდა მოხდეს არსებული აღგზნების სისტემის მთლიანი დემონტაჟი.
  • უნდა მოიხსნას აღმგზნები მანქანა თავისი სტატორით და როტორით. დარჩება მხოლოდ ტახოგენერატორი და მუსების დამჭერი აპარატი.
  • დამონტაჟდეს ახალი მართვის და დაცვის პანელები თავისი ველის ქრობის ავტომატით.
  • დამონტაჟდეს ახალი სპეციალური გამმართველის ტრანსფორმატორი გენერატორის ნეიტრალთან არსებულ აღგზნების წინააღმდეგობების ან ნებისმიერ მისაღებ ადგილას. ტრანსფორმატორის სიმძლავრე დაზუსტდეს პროექტირების დროს.
  • აღგზნების ძაბვა უნდა მიეწოდოს გენერატორის როტორის აღგზნების მუსების დამჭერ აპარატს.
  • საწყისი აღგზნებისთვის გამოყენებული უნდა იყოს არსებული სააკუმულიატორო ბატარეა.
  • აგრეგატს უნდა ჰქონდეს ნულიდან გაშვების საშუალება საწყისი ძაბვის მიღების მიზნით.
  • უნდა მოხდეს აღგზნების მეორადი წრედების დაკავშირება არსებულ სარელეო, ჰიდროავტომატიკის და ამომრთველის მართვის წრედებთან.
  • გენერატორის აღგზნების რეგულიატორმა უნდა შესძლოს ფორსირების რეჟიმში მუშაობა არანაკლებ 10 წამის განმავლობაში.
  • გენერატორის აღგზნების სისტემა აღჭურვილი უნდა იქნას სისტემური სტაბილიზატორით system stabilizer (pss)-ით.
  • აღგზნების სისტემას უნდა ჰქონდეს ორჯერადი ფორსირება და რასფორსირება.
  • ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემამ დანაყენის ±(0,5)% - იანი სიზუსტით უნდა უზრუნველყოს გენერატორის სტაბილური ძაბვის შენარჩუნება.
  • აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვის დანაყენების ავტომატური რეგულირების და რეაქტიული სიმძლავრის შეზღუდვის მოწყობილობით. იგი უნდა შეესაბამებოდეს გენერატორის  რეაქტიული სიმძლავრის საქარხნო დიაგრამას.
  • ძაბვის რეგულატორს უნდა გააჩნდეს:
    - ა) ძაბვის რეგულირების რეჟიმი
    - ბ) გენერატორის აღგზნების სისტემა უნდა დაპროექტდეს  და შეირჩეს ისე ,რომ გენერატორმა იმუშაოს გადამცემი ქსელის ნომინალურ ძაბვაზე და შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება გენერატორის სიმძლავრის მახასიათებელი მრუდის შესაბამისად.
    - გ) cos⁡φ -ის რეგულირების რეჟიმი.
    - დ) „ა“,  „ბ“ ,  „გ“ პუნქტების შესრულება დამოკიდებულია ელ. სისტემის მოთხოვნის შესაბამისად.
  • საპროექტო და საქარხნო დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ და რუსულ ენებზე.
  • პროექტირების პროცესი უნდა იყოს კავშირში ადგილობრივ ტექნიკურ პერსონალთან.
  • ნებისმიერი პუნქტის ამოღება ან დამატება უნდა გახდეს მსჯელობის საგანი ჰეს-ის ტექნიკურ პერსონალთან, რომ გამოირიცხოს საპროექტო ორგანიზაციის ან კონტრაქტორის მიერ აღგზნების სისტემის თვითნებური გამარტივება,რამეთუ თითოეული პუნქტი თანხვედრაშია ქსელის წესების მოთხოვნასთან.
  • შეიცვალოს და საჭიროების შემთხვევაში დაემატოს მეორადი კომუტაციის საკონტროლო  და ძალოვანი  კაბელები მთლიანად.

შენიშვნა:

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოწყობილობა დანადგარები უნდა იყოს ევროპული წარმოების!
  • მოწოდება-მონტაჟის დასრულება უნდა მოხდეს 2023 წელს
  • გარანტია 2 წელი

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ჟინვალი ჰესი

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ - ექვემდებარება მოლაპარაკებას.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
  • მასალაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, კომპანიები რომლებიც შემოგვთავაზებენ მეტ წლიან გარანტიას პრიორიტეტი მიენიწება შერჩევის დროს
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის სერტიფიკატები იმ ქყვეყნის შესაბამისი სადაც მოხდება მასალის წარმოება
  • წინადადების ვადა 60 დღე

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 12 მაისის 18:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 19 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები