ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2023, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T16619 - ტენდერი ქიმიურ-ლაბორატორიული ლაბორატორიისათვის აპარატის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) და შპს „გარბანდის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/ნ 203828313) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქიმიურ-ლაბორატორიული ლაბორატორიისათვის აპარატის შესყიდვასთან დაკავშირებით დანართში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობა უფასოა.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის დანართში (დანართი N1) მოცემული კონკრეტული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, ლაბორატორიისათვის აპარატის მიწოდება.  

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა/კოდი:

  • ლაბორატორიის სახარჯი მასალის რაოდენობა, აღწერა-სპეციფიკაცია წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით, სადაც აუცილებელი წესით უნდა შეივსოს ყველა მოთხოვნილი პოზიცია.  

შენიშვნა: 

  • შევსების დროს არ უნდა შეიცვალოს ფაილის ფორმატი(უცვლელი უნდა დარჩეს განზომილების ერთეული და რაოდენობა). 
  • კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა პოზიციაზე, ასევე თითო პოზიციისათვის 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის დროს საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილება პოზიციის შესყიდვასთან დაკავშირებით.  

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1 მიხედვით როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს, წინასწარი შეთანხმებით, შემდეგ  მისამართებზე:

  • GWP -  ქ. თბილისი, ქ.თბილისი,თემქის 11 მკრ. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.
  • GST - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის ტერიტორია. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30%-სა. 

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი დანართი N1, სადაც სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული ყველა პოზიცია.  
    შენიშვნა: ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში დღგ-ს ჩათვლით; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებაში, ინვოისში და ზედნადებში არ შეცვალოს ტენდერით განსაზღვრული საქონლის დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა.
  • მოთხოვნისამებრ, შემოთავაზებული პოზიციის ტექნიკური მონაცემების - სპეციფიკაციების მონაცემების დოკუმენტი.
  • მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც ტენდერით განსაზღვრულ თითოეულ პოზიციაზე ასევე მხოლოდ რამდენიმე პოზიციაზე 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი  ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 4 აპრილი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192 500

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა