ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16689 - ტენდერი როუტერების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ -ის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პრეტენდენტებს სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: როუტერების შესყიდვაზე.
შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2023 წლის 30 მარტისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება - 24 მარტი 2023 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 30 მარტი 2023 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 3 აპრილი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 3 აპრილი 2023 წელი

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 30 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სფეციფიკაციებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ჯუმბერ ჭელიძეს
მობ: 577 62 69 95

დანარჩენი ინფორმაციისთვის:
ნინი მეშველაშვილი
მობ: 555 79 21 01

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა