3 აპრილი 2023, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT16731 - ტენდერი ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
მუხიანი - ნებართვები, სრული პროექტი და საექსპერტო დასკვნები.pdf გიგზავნით საპროექტო აგს ,,მუხიანი"-ს მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციას.
საპროექტო ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის საცხოვრებელი რაიონი, საზოგადოებრივი ცენტრის ზონა, (ნაკვეთი 3/1); მუხიანის საცხოვრებელი რაიონი, საზოგადოებრივი ცენტრის ზონა, (ნაკვეთი 3/21). ს/კ # 01.11.17.003.128.
სამუშაოს შესრულების ვადები: 5 თვე (სამუშაოების რეალურ დროთ არ განიხილება პროექტში არსებული კალენდარული გრაფიკი), შემსრულებლის მიერ ექსპლუატაციაში მიღებით (5 თვეში შედის მერის ბრძანების გადაცემა დამკვეთზე - დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესახებ).
დამატებითი პირობები:
- შემსრულებელს ეკსირება მშენებლობის ნებართვით და სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვა - ეტაპების ოქმების მომზადება გალფის ზედამხედველთან ერთად და დადგენილი წესით მერიის შესაბამის სამსახურში ჩაბარება. ეტაპების დოკუმენტალურ სრულ ნაწილს ამზადებს შემსრულებელი და პასუხისმგებელია მის სწორად შედგენაში და ჩაბარებაში;
- შემსრულებელს ეკისრება უსაფრთხოების ღობის მოწყობის სისწორეზე პასუხისმგებლობა (ქალაქის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია, მერიის ქონების მართვის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის აღებაზე);
- შემსრულებელს ეკისრება სამშენებლო და დენდროლოგიური ბანერების მომზადება და ობიექტზე გაკვრა;
- შემსრულებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემაში მითითებული საგზაო მოძრაობის ნიშნების და მონიშვნის მოწყობა (იხ. ცალკე დანართად - საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა);
- შემსრულებელს ეკისრება ტერიტორიის და საპროექტო შენობა-ნაგებობების დაკვალვა, მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაწყოთი;
- შემსრულებელს ეკისრება ყოველდღიური ნაგვის გატანა სპეციალურ ნაგავსაყრელზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის მოპოვება;
- შემსრულებელი პასუხისმგებელია, არქიტექტურულ-სამშენებლო, დენდროლოგიური, სახანძრო პროექტით და გარე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს უსაფრთხოების ნორმებით და სწორად შესრულებაზე;
- ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია სრულად გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას და შეკითხვების შემთხვევაში აცნობოს დამკვეთს;
- შემსრულებელი ვალდებულია ქსელების დაერთების (სანიაღვრე) სამუშაოს ყველა საჭირო ნებართვის მოპოვებაზე;
- შემსრულებელს ეკისრება ყველა საჭირო საექსპერტო დასკვნის, შემოწმების აქტების მოპოვება რაც ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად არის საჭირო;
- შემსრულებელს ეკისრება დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საბუთის მოპოვება და დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება (მერის მიერ ექსპლუატაციაში მიღების ბრძანების მიღება);
- იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა იქნება შემსრულებლის მიერ შესრულებული პროექტის დარღვევით, საჭირო გახდება პროექტის კორექტირება და მისი შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურში, შემსრულებელი ვალდებულია ყოველივე ეს შეასრულოს თავის ხარჯით;
- შემსრულებელი ვალდებულია, მშენებლობის ნაბართვის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე აცნობოს დამკვეთს და წარუდგინოს შეთანხმებულ პროექტის კალენდარულ გრაფიკის მიხედვით შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი;
- მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ნებართვის შესრულების ყველა საჭირო დოკუმენტი არის თანდართულ დოკუმენტაციაში;
პირობების არ შესრულების, მშენებლობის პროექტის ვადის გადაცილების ან ექსპლოატაციაში შემსრულებლის მიერ დაშვებული შეცდომების გამო სადგურის ვერ მიღების შემთხვევაში, შემსრულებელს დაეკისრება ფინანსური სანქციები. დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასის ცხრილი
- ანგარიშსწორების პირობა
- გამოცდილება
- რეკომენდაციები
- საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში
კონვერტზე უნდა მიეთითოს:
- ტენდერის დასახელება და ტენდერის ნომერი (რომელიც მინიჭებული აქვს ტენდერს)
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
- მიმღების დასახელება (ტენდერების სამსახური)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მისამართი: ვაკე ჭავჭავაძის გამზ #34, პიქსელის შენობა, 6 სართული გალფის ოფისი;
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 03.04.2023 (14:00 PM)
- გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები და გამოცდილება.
ტენდერების სამსახურის უფროსი:
სოსო ქარსელაძე
მობ: 577 00 49 49
ელ.ფოსტა: s.karseladze@gulf.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები