ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16735 - ფასთა გამოკითხვა დიზელ-გენერატორის და შედუღების აპარატის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას დიზელ-გენერატორის და შედუღების აპარატის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - დიზელ-გენერატორის და შედუღების აპარატი ნაკრებში
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2023, 18:00 საათი

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • ფასები უნდა იყოს მოწოდებული ექსელის ფაილით (დანართი No2) - ყველა ველი შესავსებად აუცილებელია!
  • გადახდის პირობები;
  • მიწოდების ვადები და პირობები;
  • წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
  • საგარანტიო პირობები;
  • მოწოდების პირობები/ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/ინფორმაცია კომპანიის საბოლოო ბენეფიციარების შესახებ;
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი 
Т +995 579 552 051
E-mail: LPirveli@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა