ჩაბარების ვადა:
7 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16751 - ტენდერი ვიტრინების არაკალით გასტიკერებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიტრინების არაკალით გასტიკერებაზე.
ტენდერის პირობები:
- საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიების ვიტრაჟების გასტიკერება უნდა მოხდეს თეთრი არაკალის ასოებით;
- პრეტენდენტმა უნდა შეავსოს ფასების ცხრილი (ფაილი N1), სადაც მითითებულია დეტალური აღწერილობა;
- პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს არსებულ 355 მაღაზიაში და ასევე წლის განმავლობაში დაგეგმილ ახალ ობიექტებში (დაგეგმილია 80 ფილიალის გახსნა);
- მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის, ტრანსპორტირების, სამივლინებო და ვიტრინის აზომვის ხარჯს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის;
- ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯი არ უნდა დაემატოს თბილისის და მისი შემოგარენის ობიექტების მონტაჟის ღირებულებას;
- თანდართულია PDF სამუშაო ფაილი;
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება პროექტის დასრულებამდე;
- ფასის დაფიქსირება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა
დამატებითი ინფორმაცია:
ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 29 მარტიდან 2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები