12 აპრილი 2023, 15:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T16757 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 და შპს „მეტრო სერვის+“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
# | მარკა | მოდელი | ვინ კოდი | ტიპი | გამოშვ. წ. |
1 | FORD | TRANSIT | WF0XXXTTFXBD77471 | ფურგონი | 2011 |
2 | FORD | TRANSIT | WF0XXXTTGXFJ51119 | ფურგონი | 2015 |
3 | HYUNDAI | ELANTRA | 5NPDH4AE5DH423175 | სედანი | 2013 |
4 | HYUNDAI | GETZ | KMHBU51DAAU988364 | ჰეტჩბეკი | 2010 |
5 | KIA | CERATO | KNAFK411AE5211329 | სედანი | 2014 |
6 | KIA | OPTIMA | KNAGN412BE5492224 | სედანი | 2014 |
7 | KIA | PICANTO | KNABE512AGT170475 | ჰეტჩბეკი | 2015 |
8 | KIA | PICANTO | KNABE512AHT355988 | ჰეტჩბეკი | 2016 |
9 | KIA | PICANTO | KNABE512AHT388367 | ჰეტჩბეკი | 2016 |
10 | KIA | PICANTO | KNABE512AHT311555 | ჰეტჩბეკი | 2016 |
11 | KIA | PICANTO | KNABE512AHT355999 | ჰეტჩბეკი | 2016 |
12 | KIA | PICANTO | KNABE512AHT333354 | ჰეტჩბეკი | 2016 |
13 | KIA | PICANTO | KNAB2512AJT089659 | ჰეტჩბეკი | 2017 |
14 | KIA | PICANTO | KNAB2512AKT421417 | ჰეტჩბეკი | 2018 |
15 | KIA | RIO | KNADN512AE6992727 | ჰეჩბეკი | 2014 |
16 | KIA | RIO | KNADB512AK6245538 | ჰეტჩბეკი | 2018 |
17 | KIA | SPORTAGE | KNDPBCA25B7044130 | ჯიპი | 2010 |
18 | KIA | SPORTAGE | KNDPBCA21C7303102 | მაღალი გამავლობის | 2012 |
19 | KIA | SPORTAGE | KNDPBCAC1H7273495 | მაღალი გამავლობის | 2017 |
20 | MITSUBISHI | L200 | MMBJJKL10NH076557 | ჯიპი | 2022 |
21 | NISSAN | LEAF | ZE0004068 | ჰეტჩბეკი | 2011 |
22 | NISSAN | VERSA | 3NIBC11E39L449014 | სედანი | 2009 |
23 | NISSAN | VERSA | 3N1BC1CP7CK808585 | ჰეტჩბეკი | 2012 |
24 | TOYOTA | HILUX | MROHB8CD400612312 | ჯიპი | 2020 |
25 | TOYOTA | AQUA | NHP106218401 | ჰეტჩბეკი | 2013 |
26 | TOYOTA | Fun cargo | NCP200248718 | უნივერსალი | 2002 |
27 | TOYOTA | Fun cargo | NCP200343030 | უნივერსალი | 2004 |
საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები.
- განფასების ცხრილში არ არსებული დეტალის შესყიდვის საჭიროების შემხვევაში დეტალის და მომსახურების ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:
- ქ.თბილისში, პრეტენდენტის ექსპლუატაციაში არსებულ ავტოტექმომსახურებების სერვის-ცენტრებში.
- ქ.ბათუმში, პრეტენდენტის ექსპლუატაციაში არსებულ ავტოტექმომსახურებების სერვის-ცენტრებში.
- ქ.ქუთაისში, პრეტენდენტის ექსპლუატაციაში არსებულ ავტოტექმომსახურებების სერვის-ცენტრებში.
- ქ.გორი, პრეტენდენტის ექსპლუატაციაში არსებულ ავტოტექმომსახურებების სერვის-ცენტრებში.
- ქ.ფოთი, პრეტენდენტის ექსპლუატაციაში არსებულ ავტოტექმომსახურებების სერვის-ცენტრებში.
საგარანტიო ვადის შესახებ:
მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე და სათადარიგო ნაწილებზე (ახალი) უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 თვიანი საგარანტიო ვადა (გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა), ასევე გარანტია ვრცელდება შემდეგი სახის მომსახურებებზე:
- გენერატორის ღვედზე - მინიმუმ 10,000 კმ;
- ჰაერის ფილტრზე - მინიმუმ 8,000 კმ;
- ძრავის ზეთის ფილტრზე - მინიმუმ 8,000 კმ;
- საწვავის ფილტრზე - მინიმუმ 10,000 კმ;
- გადაცემათა კოლოფის ზეთზე - გარბენი მინიმუმ 35,000 კმ;
- ძრავის ზეთზე - გარბენი მინიმუმ 8,000კმ.
მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი):
- ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას პრირიტეტულად;
- მომსახურებისას ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს; ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს; აგრეგატებისათვის არაუმეტეს 8 კალენდარულ დღეს; სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს; ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს; დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს; სხვა დანარჩენ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადას.
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:
- მომსახურების გაწევა იწარმოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, თვეში ერთხელ. მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- ფასთა ცხრილი ატვირთული უნდა იყოს Excel-ის ასევე PDF ფორმატში.
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი მოითხოვს საბანკო გარანტიას ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 12 აპრილი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები