ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16772 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე სკოლის, საბავშვო ბაღისა და სპორტული დარბაზის შენობებისთვის

ტენდერის აღწერილობა: 

ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურებისა და სამეურნეო მასალა/ინვენტარის შესყიდვაზე. 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გთხოვთ, გაითვალისწინონ შემდეგი დეტალები: 

  • სკოლის შიდა პერიმეტრი: 4172 კვ. მეტრი
  • საბავშვო ბაღის შიდა პერიმეტრი: 412 კვ. მეტრი
  • სპორტული დარბაზის შიდა პერიმეტრი: 794,4 კვ. მეტრი
  • შემოთავაზების გაკეთებამდე შესაძლებელია წინასწარ შენობის დათვალიერება
  • ადგილმდებარეობა: ბაგები, წნეთის გზატკეცილი 63, სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორია

შესასრულებელი სამუშაო:

  • სკოლის, საბავშვო ბაღისა და სპორტული დარბაზის შენობების ყოველდღიური დასუფთავება (ადმინისტრაციული განყოფილება, საპირფარეშოები, სასადილო - და მრავალფუნქციური ოთახი და ა.შ.)
  • ფასადის ფანჯრების პერიოდული დასუფთავება

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ფასადის ფანჯრების დასუფთავება
    - საბავშვო ბაღის, სკოლის შენობებისა და სპორტული დარბაზის ყოველდღიური დასუფთავება
  • დეტალური ინფორმაცია მომსახურებისა (პერსონალის რაოდენობა, სამუშაო საათები, ა.შ.) და პროდუქციის შესახებ;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • ინფორმაცია მომსახურებისა და პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები);

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი. 

გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება გამოაგზავნოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: წყნეთის გზატკეცილი 63, 0162 თბილისი. 

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. გამოცხადების თარიღი: 31.03.2023. 

საკონტაქტო პირი:
ნინი ნინოშვილი,
ელ. ფოსტა: verwaltung@deutscheschule.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება