ჩაბარების ვადა:
7 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16782 - ტენდერი ფულის/ხურდის მთვლელი აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “ბაზისბანკი” აცხადებს ტენდერს ფულის/ხურდის მთვლელი აპარატების შესყიდვაზე:
- ფულის მთვლელი-10 ერთეული
- ორ ჯიბიანი ფულის მთვლელი-15 ერთეული
- ხურდის მთვლელი-5 ერთეული
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
წარმოსადგენი დოკუემნტაცია:
- საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
საგარანტიო ვადა მოთხოვნილ პროდუქციაზე უნდა იყოს 1 (ერთი) წელი;
მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 4 (ოთხი) კვირას;
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა შემოგვთაავზონ ფასები კონკრეტული აპარატის მოდელის მითითებით;
ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატი უნდა იყოს განკუთვნილი შემდეგი ვალუტებისთვის: ლარი, დოლარი, ევრო, ფუნტი, შვეიცარიული ფრანკი, ჩინური იუანი, რუსული რუბლი; აგრეთვე, აღნიშნული პოზიციის შეთავაზებაში უნდა შედიოდეს აპარატების განახლებების მომსახურება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე
ტენდერის თაობაზე წინადადებების წარდგენა:
- განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი PDF დოკუმენტის სახით.
- დოკუმენტები უნდა გამოეგზავნოს სს „ბაზისბანკს“ არაუგვიანეს 2023 წლის 7 აპრილის 18:00 თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე: tenders@basisbank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა