ჩაბარების ვადა:
6 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16785 - ტენდერი სტენდების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #- EF-GE/646
- დანიშნულება: სტენდების შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
- მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
- მომწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ნიმუში ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე, გარდა ნატახტარის გადახრული სტენდისა.
- ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე.
- სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მახასიათებელები არის ძირითადი, თუმცა გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
- ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
- აუცილებელი პირობაა იყოს მყარი კარკასი, ბორბლები იყოს მყარად დამაგრებული, გვერდებიდან უნდა იყოს გახვრეტილი (ხელის მოსაკიდი ადგილები გადასაადგილებლად).
- შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის და ნიმუშის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
- სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული რაოდენობები არის სავარაუდო, რომელთა შეკვეთა განხორციელდება წლის განმავლობაში, პერიოდულად.
- დასაბრენდი ვიზული იქნება წარდგენილი უშუალოდ შეკვეთისას.
- მოწოდების ვადები განისაზრვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
- გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
- გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 03.04.2023 - 15:00.
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 06.04. 2023 - 18:00.
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
საკონტაქტო: 598 89 10 03
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები