ჩაბარების ვადა:
10 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16789 - ტენდერი SMS მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს SMS მომსახურებაზე.
ტენდერის პირობები:
- ადგილობრივი ოპერატორების მიმართულებით SMS შეტყობინებების გაგზავნა სამი სახის:
- სარეკლამო სმს მომსახურება, რომელიც გულისხმობს დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ელ-ფოსტის მისამართზე მიწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას შემსრულებლის არსებულ ბაზაზე.
- საინფორმაციო ან/და სარეკლამო მომსახურება ინტერფეისით - რომელიც გულისხმობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის მინიჭებული ინდივიდუალური ინტერფეისის გამოყენებით, შემსრულებლის ან/და დამკვეთის ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფას;
- საინფორმაციო მომსახურება HTTP კავშირის გახსნა, - რომელიც გულისხმობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის HTTP კავშირის გახსნას ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი სისტემით სარგებლობისას საკუთარი ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.
- SMPP კავშირის გახსნა და ამ პროტოკოლით განსაზღვრული ყველა ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა
- SMS Query-ის მხარდაჭერა HTTP პროტოკოლით, ანუ კომპანიის ხუთნიშნა ნომერზე გამოგზავნილი SMS-ების მოწოდების შესაძლებლობა HTTP არხში. - SMS Off-ის ფუნქცია ყველა ოპერატორთან:
- არსებულ ბაზაზე სმს-ების გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი: მოკლე ნომერი, რომელიც შეტყობინების მიმღებს აძლევს შესაძლებოლობას უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებების მათ შემდგომ მიღებაზე.
- ე.წ. „შავი სიის ბაზის“ მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად:
- მიაწოდოს იმ ნომრების ჩამონათვალი, რომლებმაც ერთხელ უკვე განაცხადეს უარი დამკვეთისაგან SMS-ების მიღებაზე (ე.წ. “შავი სიის ბაზა”), ასეთის არსებობისა და შესაბამისი ბაზის ქონის შემთხვევაში;
- SMS შეტყობინებების გამგზავნ სერვერთან ინტეგრაციის ტიპი უნდა იყოს HTTP და SMPP პროტოკოლი;
- SMS შეტყობინებების გამგზავნი სერვერი უნდა იყოს მაღალი წარმადობის და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს წამში გააგზავნოს 300 - 400 SMS შეტყობინება;
- მოთხოვნის შესაბამისად, ადრესატთა მახასიათებლების გათვალისწინებით(ასაკის, სქესის და უბნების (ადგილმდებარეობის) უნდა მოხდეს შეტყობინებების გაგზავნა, ამასთან ადრესატის მახასიათებლებთან მიმართებით დასაშვებია მცირე ცდომილება, არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინება მიღებულ ადრესატთა 3%-ს
- ფასები შემოთავაზებული უნდა იყოს ერთეულის მიხედვით შესაძლებელია რაოდენობების მიხედვით ტარიფების დაყოფა.
დამატებითი მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
დამატებითი ინფორმაცია:
- საშუალოდ ყოველთვიურად იგზავნება 8 000 000 – 8 500 000 შეტყობინება;
- SMS-ების გაგზავნა ხდება როგორც API-ის საშუალებით HTTP და SMPP პროტოკოლების გამოყენებით, ისე მომწოდებლის კუთვნილი SMS-ების სამართავი ვებ-ინტერფეისიდან.
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 3 აპრილიდან 2022 წლის 10 აპრილამდე;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
- 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები