ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16790 - ტენდერი OSB პანელების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს OSB პანელების დამზადება/მონტაჟზე.

ტენდერის პირობები:

  • დამატებით  ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება (ფაილი N1); 
  • ფაილი N1-ში მოცემული ყველა პროდუქცია წარმოადგენს ერთი მაღაზიის პროექტს;
  • თანდართულია ფაილი N2, სადაც მოცემულია ვიზუალიზაცია და სრული აღწერილობა;
  • პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს არსებულ 355 მაღაზიაში და ასევე წლის განმავლობაში დაგეგმილ ახალ ობიექტებში (დაგეგმილია 80 ფილიალის გახსნა);
  • მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის, ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯებს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის;
  • ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯი არ უნდა დაემატოს თბილისის და მისი შემოგარენის ობიექტების მონტაჟის ღირებულებას;
  • ბმულებზე  შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო ფაილები: 

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან: 

  • პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
  • მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება პროექტის დასრულებამდე;
  • ფასის დაფიქსირება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 12 აპრილის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები