ჩაბარების ვადა:
12 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16791 - ტენდერი ჩარჩოების დამზადება/მონტაჟზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ დამატებული ფოტომასალა.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ჩარჩოების დამზადება/მონტაჟზე.
პროდუქტის აღწერილობა:
დასახელება | რაოდენობა | ერთ.ღირებულება | ჯამური ღირებულება |
A0 | 2200 | ||
A1 | 2500 | ||
40x50 | 860 |
ჩარჩო A0, A1, 40X50 დამზადება/მონტაჟი
- ჩარჩოს მასალა: მეტალი;
- ფერი: შავი;
- წინა მხარე: პროტექტორი;
- უკანა მხარე: თეთრი პვხა;
- გასახსნელი მექანიზმით;
- A0, A1 საკიდი: ძუა;
- 40x50 მაგრდება სალაროს მაგიდაზე, ორგმინის წინა მხარეს.
ტენდერის პირობები:
- მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება;
- ერთ ობიექტზე ჩარჩოების რაოდენობა განისაზღვრება სალაროების, ვიტრინების რაოდენობით;
- პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს არსებულ 355 მაღაზიაში და ასევე წლის განმავლობაში დაგეგმილ ახალ ობიექტებში (დაგეგმილია 80 ფილიალის გახსნა);
- მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის, ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯებს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის;
- ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯი არ უნდა დაემატოს თბილისის და მისი შემოგარენის ობიექტების მონტაჟის ღირებულებას;
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება პროექტის დასრულებამდე;
- ფასის დაფიქსირება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 12 აპრილის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები