ჩაბარების ვადა:
24 აპრილი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16796 - ტენდერი რაჭა ჰესის გამყვანი არხის გადახურვის სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რაჭა ჰესის გამყვანი არხის გადახურვის სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე #03/04-GIEC-S-Hydro/Racha-A-23.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (დანართი N2);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე).
მისამართი:
- ამბორალურის რაიონი, სოფელი სადმელი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
- სასურველია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ რაჭა ჰესის შესარულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფაილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რაჭა ჰესის სახურავის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ და ნომერი - #03/04-GIEC-S-Hydro/Racha-A-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი: ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 24 აპრილი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები