ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16827 - ტენდერი ტერიტორიაზე არსებული კერძო სახლის სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშმშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ტენდერს ტერიტორიაზე არსებული კერძო სახლის სარემონტო სამუშაოებზე. შენობის სრული ფართი არის 360 მ2.

ტენდერი იყოფა 2 ლოტად:

  • ლოტი 1- შიდა სარემონტო სამუშაოები
  • ლოტი 2- საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები (MEP)

პრეტენდენტს აქვს უფლება წინადადება წარმოადგინოს როგორც ცალკე რომელიმე ლოტზე, ისე ორივე ლოტზე ერთდროულად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ; საკონტაქტო პირის ნომერი/მეილი
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
  • 3 სარეკომენდაციო წერილი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. (მითითებული უნდა იყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.)
  • შესრულებული სამუშაოების ფოტო მასალა.
  • განფასება. (მოცემული ფორმატის მიხედვით)

სრული საპროექტო დოკუმენტაცია თანდართული მოცულობათა უწყისებით გთხოვთ იხილოთ ლინკზე:

https://we.tl/t-QGKd9KOeYk

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი

Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები (სამუშაოების დასრულებიდან).

ფინანსური გარანტია:

  • დაინტერესებული მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია;
  • ავანსის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება ძალაში იქნება საავანსო თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შესრულების აღიარების ვადამდე, რომელიც დადასტურდება სუბიექტებს შორის ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.;
  • ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების საბანკო გარანტია რომლის საერთო ღირებულება იქნება კომპანიიასთან გაფორმებული სახელშეკრულები ღირებულების არანაკლებ 5% (ხუთი პროცენტი)-სა, ხოლო მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 24 თვისა და აითვლება დასკვნითი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
  • გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, აშშ დოლარში დაფიქსირებული, გარანტიის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოს დალუქული კონვერტით. მისამართი: ქვემო თელეთი, თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი, არაუგვიანეს 2023 წლის 20 აპრილისა 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
მობ: +995 595 595 985

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები