ჩაბარების ვადა:

11 აპრილი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16831 - ტენდერი სასაწყობე ფართის ქირავნობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

  • ტენდერი სასაწყობე ფართის ქირავნობაზე

ტენდერში მონაწილეობა უფასოა.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ტექნიკური დავალება

სასაწყობე ფართი - შპს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) არსებული ფიქსირებული აქტივების განსათავსებლად ესაჭიროება 3000-4000 კვ.მ ფართობის მქონე დახურული სასაწყობე ფართის ქირაობა დროებითი სარგებლობის უფლებით; საწყობი სასურველია იყოს:

  • გადახურული (დაცული წვიმისგან და მზისგან)
  • დახურული საწყობის ჭერის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 6 მეტრი რომ შედიოდეს ტრაილერი.
  • დახურული ფართის გარდა საწყობს უნდა ქონდეს ღია ფართი მინიმუმ 2000 მ2
  • საწყობი აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით 
  • აღჭურვილი უნდა იყოს ასევე ტელფერით ან ამწით აღჭურვილი
  • სასაწყობე ტერიტორია ადვილად მისადგომი უნდა იყოს გაბარიტული ტექნიკისთვის (ტრაილერები და ა.შ)

დამატებითი მოთხოვნები:

  • აუცილებელია საწყობის იატაკი იყოს გლუვი, რათა შესაძლებელი იყოს ხელის ურიკით დაუბრკოლბლად სარგებლობა
  • ტერიტორიულად უნდა იყოს განლაგებული თბილისი, თბილისის მიმდებარე ტერიტორია

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • წინადადების ვადა 60 დღე

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილის 18:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 აპრილი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 აპრილი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა