ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16833 - ტენდერი თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში გელოვანის პროექტის მე-3 ფაზის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ემკვადრატის პარკი 3, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში გელოვანის პროექტის მე-3 ფაზის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში  გელოვანის პროექტის მე-3 ფაზის მე-7 და მე-9 კორპუსების გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები (ტექნიკური დავალება პროექტის სახით, სამუშაოთა და მასალათა მოცულობათა უწყისი BOQ იხილეთ თანდართულ ფაილებში).

შენიშვნა: წინადადებების წარმოდგენამდე დაინტერესებულმა კომპანიამ სასურველია ადგილზე მოახდინოს ობიექტის დათვალიერება. ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტენდერში მითითებულ ნომერზე.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული მოცულობების მიხედვით.

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში, სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ.

მოთხოვნა გარანტიის ვადის შესახებ:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადაზე. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთშეთანხმებით, პრეტენდენტმა თავად უნდა წარმოადგინოს მისთვის მისაღებია ანგარიშსწორების პირობა. 
  • საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს საავანსო გარანტია.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდართული ფორმით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 13 აპრილი 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე ქოქიაშვილი
ელ. ფოსტა: sqoqiashvili@m2.ge 
მობ: 579 912 233

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

Gelovani გეგმარება ბლოკი 7 - გასუფთავებული Gelovani გეგმარება ბლოკი 7 - გასუფთავებული
Gelovani გეგმარება ბლოკი 9 - გასუფთავებული Gelovani გეგმარება ბლოკი 9 - გასუფთავებული
სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
000 Gelovani me-7 bloki VERTIKALKA 2023 000 Gelovani me-7 bloki VERTIKALKA 2023
000 TAVFURCELI 2022 2 000 TAVFURCELI 2022 2
0 სამუშაოთა მოცულობების კრებსითი უწყისი GELOVANI m2 2022 2 0 სამუშაოთა მოცულობების კრებსითი უწყისი GELOVANI m2 2022 2
001 GENGEGMA BLOCK 7 001 GENGEGMA BLOCK 7
1 მიწის სამუშაოთა მოცულობების უწყისი GELOVANI m2 2023 1 მიწის სამუშაოთა მოცულობების უწყისი GELOVANI m2 2023
002 Профиль Поперечники 2023 002 Профиль Поперечники 2023
2 საპროექტო გზის ღერძის ელემენტების უწყისი GELOVANI m2 2023 2 საპროექტო გზის ღერძის ელემენტების უწყისი GELOVANI m2 2023
003 Dakvalvis sxema 2023 003 Dakvalvis sxema 2023
3 სავალი ნაწილის ელემენტების უწყისი GELOVANI m2 2023 3 სავალი ნაწილის ელემენტების უწყისი GELOVANI m2 2023
4 გრძივი პროფილის ელემენტების უწყისი GELOVANI m2 2023 4 გრძივი პროფილის ელემენტების უწყისი GELOVANI m2 2023
00Thumb Tree Isle 180 0002-2 met boompje-bewerkt 00Thumb Tree Isle 180 0002-2 met boompje-bewerkt
210922 DigomiMP ph3 Bind 210922 DigomiMP ph3 Bind
GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 1 GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 1
GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 2 GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 2
GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 3 GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 3
GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 4 GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 Page 4
GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921 GelovaniMP-Ph3-LandscapeSD-071921
9 კორპუსის გზის ვერტიკალკა კორდინატებში დატანილი ხეებით 9 კორპუსის გზის ვერტიკალკა კორდინატებში დატანილი ხეებით
051 051
111 111
121 121
131 131
161 161
220721 B-9 Detail Masterplan Coordinates 220721 B-9 Detail Masterplan Coordinates
220721 B-9 Detail Masterplan 220721 B-9 Detail Masterplan
220721 B-9 Detail Masterplan pdf 220721 B-9 Detail Masterplan pdf
220721 B-9 DETAIL MASTERPLAN 220721 B-9 DETAIL MASTERPLAN
220721 B-9 Floor Types&Specification 220721 B-9 Floor Types&Specification
220721 B-9 Floor Types&Specification 220721 B-9 Floor Types&Specification
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 აპრილი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა