ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16869 - ტენდერი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 28 აპრილი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

  • ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები დანართი N2-ში მოცემული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

ტექნიკური დავალება:

  • ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოების ტექნიკური დავალება
  • შესასყიდი სამუშაოები შედგება ქვემოთ მითითებული დავალებებისგან:
  • 1. ტრანსფორმატორიდან ზეთის ჩამოსხმა
  • 2 რაფინირებული ზეთის ტრანსფორმატორში ჩასხმა
  • 3 ტრანსფორმატორის დაშლა კრიშის მოხსნა
  • 4 ტრანსფორმატორის აწყობა კრიშის დაგება
  • 5 ტრანსფორმატორის გულანის ამოღება
  • 6 ტრანსფორმატორის გულანის გარეცხვა
  • 7 ტრანსფორმატორის გულანის გაშრობა
  • 8 მაღალი ძაბვის ამომყავნის შეცვლა ახლით
  • 9 დაბალი ძაბვის ამომყავნის შეცვლა ახლით
  • 10 მაღალი ძაბვის იზოლატორის შეცვლა
  • 11 დაბალი ძაბვის იზოლატორის შეცვლა
  • 12 ტრანსფორმატორის ბაკის გარეცხვა
  • 13 ტრანსფორმატორის ბაკის შეღებვა
  • 14 მაღალი ძაბვის რეგულატორის შეცვლა
  • 15 რეზინის საფენების შეცვლა
  • 16 მაღალი ძაბვის გრაგნილის შეცვლა (ახლის დახვევა)
  • 17 ტრანსფორმატორის ზეთის შეცვლა (ახლით)
  • 18 სატრანსფორმატორო ზეთის დამატება მეორადი
  • 19 ტრანსფორმატორის მონტაჟი და დემონტაჟი
  • 20 ტრანსფორმატორის ლაბორატორიული შემოწმება (ომური წინააღმდეგობა იზოლაცია კოეფიციენტი) გარემონტებამდე
  • 21 ტრანსფორმატორის ლაბორატორიული შემოწმება (ომური წინააღმდეგობა იზოლაცია კოეფიციენტი) გარემონტების შემდეგ
  • 22 სატრანსფორმატორო ზეთის გაწმენდა ქიმიური მინარევებიდან (მჟავური და ნახშირის მინარევებიდან)
  • 23 ზეთის ქიმიური ანალიზი (მჟავური რიცხვები, წყალში ხსნადი მჟავები და გამრღვევი ძაბვა) გარემონტამდე
  • 24 ზეთის ქიმიური ანალიზი (მჟავური რიცხვები, წყალში ხსნადი მჟავები და გამრღვევი ძაბვა) გარემონტების შემდეგ
  • 25 ტრანსფორმატორის ტრანსპორტირება წაღება-წამოღება
  • 26 რემონტის პერიოდში ალტერნატიული ტრანსფორმატორის დამონტაჟება
  • 27 სატრანსფორმატორო ზეთის ანალიზი შეკეთებამდე
  • 28 ტრანსფორმატორზე კაბელების (სალტეების) და დამიწების კონტურის ჩახსნა, გამოღება და დატვირთვა ავტომანქანაზე
  • 29 ტრანსფორმატორის ტრანსპორტირება სარემონტო უბნამდე
  • 30 ტრანსფორმატორის ტრანსპორტირება სარეკონტო უბნიდან დაყენების ადგილამდე
  • 31 ტრანსფორმატორის გამაფართოვებლის მოხსნა, საბურავის გათავისუფლება, იზოლატორების მოხსნა
  • 32 ტრანსფორმატორიდან აქტიური ნაწილის ამოღება და გარეცხვა
  • 33 ტრანსფორმატორის ავზის გაწმენდა-გარეცხვა ცხელი ზეთით
  • 34 ტრანსფორმატორის გამაფართოვებლის გაწმენდა-გარეცხვა ცხელი ზეთით
  • 35 მაგნიტოგამტარის ზედა უღელის დაშლა
  • 36 დაზიანებული გრგნილის ამოღება, ახალი გრაგნილის დახვევა, დაჩადგმა, გამომყვანების შედუღება 1 გრაგნილის შემთხვევაში 2 გრაგნილის შემთხვევაში 3 გრაგნილისშემთხხვევაში
  • 37 მაგნიტოგამტარის ზედა უღელის აწყობა
  • 38 აქტიური ნაწილის შრობა
  • 39 მაგნიტოგამტარის და გრგნილების დაწნეხვა ნორმის ფარგლებში ფიქსარების გადაჟერით
  • 40 ტრანსფორმატორში აქტიური ნაწილის ჩადგმა, პერიმეტრის ზეთმედეგი საფენის შეცვლა, სახურავის დაყენება და ჭანჭიკების გადაჭერა პერიმეტრზე, გამაფართოვებლის მონტაჟი
  • 41 ყელა ზეთმედეგი საფენების და დაზიანებული იზოლიატორის შეცვლით
  • 42 სატრანსფორმატორო ზეთის დეგაზაცია, შრობა, მექანიკური მინარევებისგან გაწმენდა და ტრანსფორმატორში ჩასხმა
  • 43 სატრანსფორმატორო ზეთის ანალიზი შეკეთების შემდეგ 
  • 44 ტრანსფორმატორის შეღებვა
  • 45 ელექტროენერგიის დროებითი კვებისთვის დამონტაჟებული შემსრულებლის კუთვნილი ტრანსფორმატორის დღიური საფასური

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიის უნდა გააჩნდეს შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი, ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე;
  • დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამკვეთის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს ტრანსფორმატორის რემონტის პროცესს. თუ ტრნასფორმატორის რემონტის (გახსნის) პროცესში გამოვლინდა რაიმე სახის მძიმე დაზიანება, კომპანიის თანამშრომლის მითითების შემდგომ კონტრაქტორმა უნდა შეწყვიტოს მუშაობა და შესაბამისად კონტრაქტორს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა შემოგვთავაზოს გარანტია გაწეულ მომსახურებაზე მინიმუმ 1 წელი.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გეგმა გრაფიკის შესაბამისად. 
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასყიდი მომსახურების  გეგმა-გრაფიკი განფასებასთან ერთად. კონკრეტული ვადების დადგენა განხორციელდება დამკვეთისა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ადგილზე დამკვეთთან შეთანხმებით. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად; სასურველია პრეტენდენტს გააჩნდეს მინიმუმ სამი მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება, რომლის შესახებ იფნორმაცია დეტალურად უნდა იქნას წარდგენილი (დამკვეთი, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება, შესრულების პერიოდი და ვადა და სხვ.)
  • აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • შესასრულებელი სამუშაოების მეთოდოლოგია, რომელშიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად მოცემული უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ყველა მოწყობილობა და ხელსაწყოს შესახებ დეტალური ინფორმაცია (ინფორმაცია ტექნიკური/საწარმო ბაზის შესახებ).
  • მაკომპლექტირებელი მასალის ტექნიკური მონაცემები და მწარმოებლის ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 28 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნიკა ცუცქირიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ntsutskiridze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 574 10 62 63

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1203); 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დოკუმენტაცია

Copy of დანართი N1-ფასების ცხრილიი Copy of დანართი N1-ფასების ცხრილიი
GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
GWP- ის ტრანსფორმატორების სია GWP- ის ტრანსფორმატორების სია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 აპრილი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა