ჩაბარების ვადა:
25 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16952 - ტენდერი შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს “Galileo”-ს ფორმის გაზგასამართი კომპრესორების მუშაობისთვის საჭირო ზეთის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს “Galileo”-ს ფორმის გაზგასამართი კომპრესორების მუშაობისთვის საჭირო ზეთის შესყიდვაზე.
კონკრეტული დავალება:
- მოიძიოს ქარხანა დამაზადებლის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი საკომპრესორო ზეთი. ზეთის შესყიდვა ხორციელდება 200 ლიტრიანი კასრებით.
- პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება და შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- წლის განვმალობაში 20 ტონის ფარგლებში ზეთის მიწოდების შესაძლებლობა.
- პრეტენდენტმა თითოეული მოწოდების შემდგომ უნდა უზრუნველყოს გადამუშავებული, მოწოდებული რაოდენობის ზეთის გატანა.
გადახდის პირობები: 20-25 კასრის წინასწარი ჩარიცხვით შესყიდვა
ტენდერის ვადები: 2 კვირა
ხელშეკრულების ვადები: 1 წელი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 25 აპრილი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი: მიხეილ გრიშაშვილი
მობ: 577 15 88 99
ტენდერის კატეგორია:
- 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები