21 აპრილი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16958 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალისთვის (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი #2) ავეჯის დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალისთვის (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი #2) ავეჯის დამზადება/მონტაჟზე თანდართული ფასების ცხრილის (დანართი #1), ასევე პროექტის და ვიზუალიზაციის ამსახველი დოკუმენტაციის შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი #2;
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის თაობაზე და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე ბანკის წარმომადგენელთან (განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირთან) ერთად დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 21 აპრილი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ არქიტექტორს გიორგი ანჯაფარიძეს,
ელ-ფოსტა: Giorgi.Anjaparidze@lb.ge
მობ: 595 78 78 07
დამატებითი პირობა!
- პროექტის ბანკისთვის ჩაბარების საბოლოო ვადაა 2023 წლის 5 ივნისი.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი